
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო გოლფის თამაშით დაკავდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ვერ მოახერხა და მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთები აიღო.
კადრები, სადაც კაპელო ასისტენტთან კრისტიან პანუჩისთან ერთად გოლფს თამაშობს, ექსკლუზიურად "ლაიფნიუსმა" გაავრცელა. კაპელომ გოლფი ერთერთ დახურულ გოლფ-კლუბში ითამაშა, რომელიც იმ სასტუმროს გვერდით მდებარეობს, სადაც იტუში რუსეთის ნაკრები იყო დაბინავებული.