-
2014-06-16 13:37
ხონში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებულმა გამგებლობის კანდიდატმა, რომელსაც არცერთი წინასაარჩევნო შეხვედრა თავად არ გაუმართავს, არჩევნების მეორე ტურში გასვლა შეძლო. ზურაბ ჯიბუხიამ, რომელიც 2014 წლის თებერვალში დააპატიმრეს, ხმების 42,1% მიიღო.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ ხონის საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების შედეგებზე დაყრდნობით იუწყება, ზურაბ ჯიბუხია 4%-ით ჩამორჩა ხონში გამგებლობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ჯემალ მებუკეს, რომელმაც ხმების 46, 8 % მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯიბუხია 2014 წლის თებერვალში, ხე-ტყის უკანონოს მოპოვების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26