-
2014-06-16 10:03
8 უკრაინელი მზვერავი-მედესანტე ამბოხებულებს ტყვედ ჩაუვარდა. დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის მებრძოლებმა, უკრაინის 79-ე აერომობილური სადაზვერვო ჯგუფის 8 მზვერავი ტყვედ აიყვანეს.
ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“, ტელეკომპანია „ინტერ“-ზე დაყრდნობით იუწყება. სამხედროები ტყვედ დონეცკთან ახლოს, ქალაქ სნეჟნოესთან აიყვანეს. ტელეკომპანიის იმფორმაციით, მზვერავებმა ტყვედ აყვანამდე მოასწრეს შტაბთან დაკავშირება.
უკრაინელმა სამხედროებმა, მესაზღვერეებთან ერთად უკვე გადაკეტეს უკრაინა-რუსეთის 250 კმ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხაელ კოვალის განცხადებით, რამდენიმე დღეში უკრაინის მთელ აღმოსავლეთ საზღვარს ჩაკეტავენ.