-
2014-05-06 13:45
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მეუღლეს, ერეკლე კოდუას "ფეისბუქის" საჯარო სტატუსით მიმართავს:
"აუ, ირაკლი, ამდენ გადარეული სად აიწეპე ამიხსენი რა?! ერთი დგას და ყვება ჯადოებს როგორ გვიკეთებს, მეორე ყვება მამამისი ნარკოტიკებს სად და როგორ ყიდულობდა! მესამე ამტკიცებს რომ მოსადის წევრი ხარ და საიდუმლო სქემები იცი! ამდენი ერთად სად იპოვე, ამიხსენი რა!"
სავარაუდოდ, ნანუკა ჟორჟოლიანი გაზეთ "ქრონიკა+"-ში გამოქვეყნებულ სტატიას გულისხმობს, სადაც ქეთევან ზარნაძე ჰყვება, რომ ჯადოქარია და "ნაციონალების" ფიგურები ე.წ. მატროსოვზე აქვს დამარხული.