
"ჩვენ უარვყოფთ ხმებს იმის თაობაზე, რომ ხარკოვში "შავი კაცები" არ არსებობენ: ჩვენ ვარსებობთ და მეტიც - აქტიურად ვმოქმედებთ" - ამ ტექსტით იწყება ვიდეომიმართვა, რომელსაც სეპარატისტთა საპირისპიროდ შექმნილი რაზმი ავრცელებს.
ვიდეომიმართვაში ნიღბიანი, შავტანსაცმლიანი, შეიარაღებული პირების სახელით ერთი პირი ამბობს, რომ დაიწყო სეპარატისტთა აქტივისტების გაუჩინარების პროცესი და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ სეპარატისტები საერთოდ არ გაუჩინარდებიან.
"თითო მწვანე კაცზე" მოიძებნება "შავი კაცების" მთელი დანაყოფი", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც სრულდება შეძახილით: "დიდება ერს!"