ვინ რომელი გავლენიანი პირის ნათესავი და ახლობელია პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიიდან?

Image

გამოცემა „ივერიონი“ აქვეყნებს სტატიას „როგორ შედგა პოლიტდევნილთა სია და როგორ მოხვდნენ იქ ФСБ-ს აგენტები?“ სადაც საუბარია იმ ცნობილ თუ უცნობ პირებზე, რომლებიც მოქმედმა ხელისუფლებამ სახვადასხვა პრივილეგირებული სტატუსით გაათავისუფლა. „აფხაზეთის ხმა“ მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ სტატიას.

 

 

„ის, ვისაც წინა ხელისუფლებამ სულ მცირე, სახელმწიფო დამნაშავის სტატუსი მიაკერა, ახალმა პარლამენტმა პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრად შერაცხა. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სია სინამდვილეში კაკაბაძე-ბესელიას კლიენტებისა და ნაცნობ-მეგობრების გამამართლებელი სიაა, რომელსაც  კახი კალაძის და სხვა „მეოცნებე“ მინისტრების ახლობლებიც დაემატაო.

 

რამდენად რეალურია ეს მოსაზრება? ცხადია, ამას არც ბესელია-კაკაბაძე და არც მინისტრები არ ადასტურებენ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ვიღაცის ნაცნობი, კლიენტი თუ ნათესავია და ეს დანაშაულად და მიკერძოებად არ უნდა აღიქმებოდეს, მით უმეტეს, შერჩევითი სამართლის ცნებასთან არ უნდა გვაახლოვებდეს. სასურველია, ასე იყოს და არა სხვაგვარად, მაგრამ მაინც მინდა, მკითხველის ყურადღება ერთ საგულისხმო დეტალზე შევაჩერო.

 

პოლიტდევნილთა სიაში მოხვდნენ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ურუზმაგ ქარქუსოვის ძმები - ჯემალ და იანეკ ქარქუსოვები, ხოლო პოლიტპატიმართა სიაშია  ზაზა ყეინიშვილი.  გარდა იმისა, რომ იანეკ და ჯემალ ქარქუსოვებს, ასევე ზაზა ყეინიშვილს პოლიტდევნილის სტატუსი აერთიანებთ, კიდევ აქვთ საერთო - სამივე პარლამენტის წევრის ნანა ყეინიშვილის ოჯახის წევრია. ზაზა ყეინიშვილი ნანა ყეინიშვილის ძმაა, ხოლო ჯემალ და იანეკ ქარქუსოვები მისი მაზლები არიან.

 

ზაზა ყეინიშვილი ორწელიწადნახევარია დაპატიმრებულია. ის პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრია და სასჯელს იარაღის ტარებისა და ნარკოტიკის შენახვისთვის იხდის. თუმცა ნანა ყეინიშვილის თქმით, მის ძმას პოლიციამ იარაღიც და ნარკოტიკიც ჩაუდო და შეთითხნილი ბრალდებით დააკავა, რათა პატიმობაში მყოფს სიძის - ურუზმაგ ქარქუსოვის ჯაშუშობა ეღიარებინა.

 

 

თუ გავითვალისწინებთ წინა ხელისუფლების მართლმსაჯულებისა და ზოგადად, სამართლაინობისადმი დამოკიდებულებას, ზაზა ყეინიშვილის პოლიტპატიმრად აღიარება შეიძლება სულაც არ იყოს უმრავლესობის დეპუტატის ოჯახისწევრობით განპირობებული და ამაზე ალბათ, არც არავინ კამათობს. თუმცა სხვა საკითხია ქარქუსოვების საქმე. მართალია, ნანა ყეინიშვილი საკუთარი მაზლების საქმეს წინა ხელისუფლების „დანაშაულად“ განმარტავს, მაგრამ ერთია სიტყვა და მეორე საქმე და ფაქტი, რომელიც ქართულ საზოგადოებას მეტ-ნაკლებად ახსოვს.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო მალევე დატოვეს იანეკ და ჯემალ ქარქუსოვებმა. როგორც საზოგადოებას ახსოვს, ეს ძმები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის წევრები იყვნენ.

 

საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის შექმნა 2005 წლის ზაფხულიდან დაიწყო, ქართულმა სპეცსამსახურებმა ჯერ ოსი სეპარატისტების ყოფილი პრემიერი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი სანაკოევი გადმოიბირეს, შემდეგ კი ცხინვალის ციხიდან, სეპარატისტების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ ქარქუსოვისა და მისი ძმის იანეკის გაქცევა უზრუნველყვეს.

 

2006 წლის ნოემბერში, სამხეთ ოსეთის ალტერნატიულმა მთავრობამ ყოფილი ოლქის იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა, არჩევნები ჩაატარა. არჩევნების შედეგად, დიმიტრი სანაკოევი  ალტერნატიული მთავრობის პირდაპირი გზით, არჩეულ მეთაურად გამოცხადდა. პროქართულმა, დროებითმა  ადმინისტრაციამ ცხინვალიდან ორ კილომეტრში, სოფელ ქურთაში დაიდო ბინა.  2007 წლის ზაფხულში, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შექმნა და იქ დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება სანაკოევის მთავრობას დააკისრა. თუმცა თბილისის გეგმებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოში დაბრუნების თაობაზე, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო აგრესიამ და ოკუპაციამ მოუღო ბოლო.

 

აგვისტოს ომის შემდეგ, პირველები რუსეთში ურუზმაგ ქარქუსოვის ძმები -  ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები გაიქცნენ. ჯემალ ქარქუსოვი დროებითი ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, იანიკ ქარქუსოვი ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი. მოსკოვში გაიქცა ადმინისტრაციის ერთ-ერთი ფინანსური დონორიც - ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი, ხოლო ადმინისტრაციის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი კანადაში გაფრინდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

 

აღსანიშნავია, რომ ქარქუსოვები რუსეთში საქართველოს მამხილებელი საბუთებით ჩავიდნენ. მათ ФСБ-სთან ითანამშრომლეს და საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებაში დაადანაშაულეს.  დიმიტრი სანაკოევის მსგავსად „აღიარეს“, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ. ამასთან, მათ „გასცეს“ საქართველოს ხელისუფლება და თქვეს, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ, ამერიკული პროექტი იყო და ა.შ.

 

 ასეა თუ ისე, ქარქუსოვები საკუთარი ნებით წავიდნენ ქვეყნიდან და სწორედ იმ ქვეყანაში გაიქცნენ, რომელთანაც საქართველოს სამხედრო კონფლიქტი ჰქონდა. სად იკვეთება მათი პოლიტდევნილობა?!

 

საინტერესოა, სად იკვეთება აქ ან პოლიტიკური დევნა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და იძულება, თუ თავადვე აღიარეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდნენ? და თუ მაინც ასე იყო და საზოგადოებამ ამაზე არაფერი იცოდა, მაშინ იგივე სტატუსი უნდა მიეღო, სულ მცირე, მაია ჩიგოევა-ცაბოშვილსაც, აღარაფერს ვამბობ გოჩა ძასოხოვზე, რომელიც რამდენადაც ცნობილია, სწორედ წინა ხელისუფლებამ აიძულა დაეტოვებინა საქართველო და მის მიმართ ბევრი უსამართლობაც ჩაიდინა - ბიზნესის დათმობისა თუ ქვეყნიდან იძულებით წასვლის თავლსაზრისით. სწორედ ეს შეუსაბამობა ბადებს ეჭვებს და კითხვებს, რომ პოლიტდევნილთა სია მართლაც მავანის კერძო ინტერესებით შედგა და დამტკიცდა.  თუმცა ერთიც არის, პოლიტდევნილთა სიაში ყოფნა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს და ვნახოთ, ამ სტატუსის მქონეთაგან, რამდენს ეყოფა გამბედაობა და დაბრუნდება საქართველოში.

 

„ივერიონი“ შეეცადა დეპუტატ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებას და ამ საკითხზე მისი განმარტებისა თუ კომენტარის მოსმენას, მაგრამ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა“.

 

შენიშვნა: გამოქვეყნდა „ივერიონში“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !