
ირკუტსკელმა ახალგაზრდებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ახალი, "თავაზიანი ანბანი" შექმნეს და ის, როგორც თავად ახსნეს, "თანამედროვე რუსეთისთვის დამახასიათებელი" სიმბოლოებით დატვირთეს.
მაგალითად, ახალი ანბანის დასურათებაზე "А" - ანტიმაიდანია; "Б" - ბერკუტი, "Г" - საზღვარი. ახალგაზრდები, რომლებმაც სპეციალური ჯგუფი შექმნეს, უკვე შეხვდნენ განათლების განყოფილების წარმომადგენლებს და მათი მოწონების შემდეგ გადაწყვიტეს, ანბანი რუსეთის ყველა სკოლაში გაავრცელონ. როგორ შეხვდება ამას რუსეთის განათლების სამინისტრო, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ირკუტსკში ბავშვები ამ ანბან-თვალსაჩინოებას უკვე იყენებენ.