„საქართველო და მსოფლიო“: ივანიშვილი პოლიტიკაში აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოს დავალებით მოვიდა და წავიდა

Image

„საქართველო და მსოფლიო“ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დავალებით მოვიდა, ხოლო ამ პროცესის გამტარი გიგა ბოკერია იყო. გამოცემა ამბობს, რომ სააგენტოს საქართველოსთან კავშირი „თავისუფლების ინსტიტუტის“ მხრიდან აქვს.

 

წყაროს ვინაობა არ სახელდება. „საქართველო და მსოფლიო“ წერს, რომ იგი 2012 წლიდან დღემდე განვითარებული პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და „ქართული ოცნების“ ზედა ეშელონების წარმომადგენელია.

 

გამოცემის წყაროს თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აშშ-ის, ივანიშვილისა და სააკაშვილის შეთანხმებით, წინასწარ გათვლილი იყო, რომ 40% უნდა აეღო „ოცნებას“ პლუს სხვა პარტიები, ხოლო 60% უნდა მიეღო ნაციონალებს. მისი თქმით, სიტუაცია „ციხის კადრების“ გამოქვეყნებამ არია, რომელსაც არავინ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი ელოდა და ყველა დაიბნა, ბოლოს კი აშშ-ის ელჩმა ახალი სცენარი დაწერა: 40% -60%-ზე, ოღონდ პირიქით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

 

შეკითხვაზე, რა მოხდება სამომავლოდ, წყარო პასუხობს, რომ ღარიბაშვილს განზე გასწევენ, ხოლო რუსეთი ნებისმიერ ფასად არევს იმ „პოლიტიკურ პასეანსს“, რომელიც ახლა არსებობს.

 

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ „საქართველო და მსოფლიოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს:

 

„საიდუმლო ძალიან მარტივია - სინამდვილეში საქართველოში შეიქმნა პოლიტიკური სისტემა, რომელიც არ არის დასავლური ტიპის დემოკრატიული, არამედ ე. წ. იმიტაციური დემოკრატიის სისტემაა, სადაც უნდა არსებობდეს ორპარტიულისისტემა _ მმართველი პარტია და მართული ოპოზიცია. მოიაზრება, აგრეთვე, ამ მართული ოპოზიციის მართული საპირწონე ე. წ. არასაპარლამენტო ოპოზიცია. ყველა პოლიტიკოსი უნდა იყოს მართული, ასევე მართული უნდა იყოს საინფორმაციო საშუალებები და ფინანსური ნაკადები.

 

ბუნებრივია, სააკაშვილის რეჟიმს კარგად ესმოდა ეს მოთხოვნები, თავიდან ამ სქემის ფარგლებში კარგად მუშაობდა, ბოლოს კი ვეღარ «გაქაჩა». ხალხიც ვეღარ ეგუებოდა «ნაციონალთა» რეჟიმს, ასევე გასაგები გახდა ოპოზიციის როლიც – ჩვენი ე. წ. ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია მოხდა. იმის გამო, რომ ოპოზიცია ჯამში ვერმიიღებდა საკმაო ხმებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიტუაცია ჩიხშიშევიდა, სისტემა დინამიკას ვეღარ მართავდა, ხოლო პროექტი «დემოკრატიისშუქურა» და პროექტი «ფერადი რევოლუციები» სწორედ ამისთვის იყო დაწერილი,რომ მუდამ ყოფილიყო დემოკრატიული არჩევნების ილუზიები.

 

პროექტი საფრთხის წინაშე დადგა _ მოსალოდნელი იყო ხალხის არჩევნებზე არ მისვლა ან რევოლუცია (უკვე უმართავი), შესაბამისად, რაღაც უნდა ეღონათ და იმ მართულმა ჩრდილოვანმა და კონცეპტუალურმა მთავრობამ, რომელსაც საქართველოში ევალება პოლიტიკური სცენარების დამუშავება, ახალ სქემას მიმართა.

- და კონკრეტულად ვის ევალებოდა პოლიტიკური სცენარების დამუშავება?

 

- კონცეპტუალურ მთავრობას თავისუფლების ინსტიტუტი წარმოადგენს: გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი... მათ პირდაპირი კავშირი აქვთ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან (ისინი ნაწილობრივ ჯერ კიდევ მიშას ხელით მართავდნენ ქვეყანას), ესენი მის ფილიალს წარმოადგენენ. არ აგერიოთ ცეერუში, ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოა. ეს სააგენტო ამერიკის კონგრესის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. ის ბილდერბერდის კლუბს, სამასთა კომიტეტსა და ფედერალურ რეზერვს ემსახურება. ამერიკის მთავრობასაც კი არ ექვემდებარებიან, წარმოადგენენ ე. წ. ნეომუნდიალისტებს, მსოფლიო გლობალისტებს და მათი იდეოლოგიაა ეს ნეოლიბერალიზმი. ეს არის პირდაპირ მესამე ქვეყნების მართვის ინსტრუმენტი.

 

მილიარდერებსაც აკონტროლებენ, როდესაც სჭირდებათ, იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჰოდა, სწორედ ამ კრიზისის დასაძლევად მოხდა შეთანხმება ივანიშვილთან, მას უნდა მოეხდინა მართული ოპოზიციის გათეთრება, შეეყვანა ისინი პარლამენტში, როგორც რეალური ოპოზიცია. დიახ, ეს პირდაპირი დავალება იყო და მას ამისთვის დაჰპირდნენ რუსეთიდან გარკვეული კაპიტალის გამორიდებასა და ამერიკულ კრიშას.

 

-ვინ იყო შუამავალი მათ შორის?

 

- ბოკერია. ის იყო ამ სქემის გამტარი.

 

-შეთანხმების დეტალები როგორი იყო?

 

- შეთანხმება გულისხმობდა პროპორციას 40X60-ზე, არჩევნებზე 40% _ «ოცნებას», 60% _ «ნაცებს».

 

- ივანიშვილს რაში სჭირდებოდა პოლიტიკა, ხომ შეეძლო, მილიარდერ ქველმოქმედად დარჩენილიყო?

 

- ივანიშვილს არავინ ეკითხებოდა, შემოვიდოდა თამაშში თუ არა, ეს იყო მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობაც შეუძლებელი იყო. ამავე დროს, ჩადებული იყო ბიძინას პიროვნული ინტერესებიც, მისი ოჯახის უსაფრთხოება, ასევე კაპიტალის უსაფრთხოება. როგორც გითხარით, შეთანხმების არსი მდგომარეობდა პოლიტიკური პროცესის მოჩვენებითი დინამიკის შექმნაში, რომელიც უნდა ეკისრა ბიძინას, ამისთვის ის პროპორცია იყო შეთავაზებული, რომელზეც ივანიშვილი თანახმა იყო, სააკაშვილი _ არა. ამ სქემას ხელს უწყობდა პიროვნული კონფლიქტიც, რომელიც ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის იყო, სააკაშვილი ეჭვიანობდა, ამბობდა, 24%-ზე მაღალი შედეგი არ დაუწერონო.

 

ეს იყო მიშას პირობა, თუმცა ამის წინააღმდეგი იყო ბოკერია, რომელიც ამბობდა, რომ ამ შემთხვევაშიმძიმე იქნებოდა ეფექტი მოსახლეობისთვის, ამიტომ ბოლო წინადადება, რომელზეცმიშაც დაითანხმეს, იყო 32% _ «ოცნებას», 8% _ სხვა პარტიებს, დანარჩენი _ «ნაცებს».შემდეგ დაგეგმილი იყო ივანიშვილის მიერ ოპოზიციის ფორმირება, რის შემდეგაცბიძინა განაცხადებდა, რომ მიაღწია დიდ წარმატებას _ საქართველოშიდემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და მისი აღიარების მერე ხალხიც ხმას აღარ ამოიღებდა;

 

საქართველოს მიულოცავდნენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას აშშდა სხვა ქვეყნები და გაგრძელდებოდა «ნაცების» მმართველობა, იმ განსხვავებით, რომ 2000-კაციანი დასაჭერი სია უკვე გამზადებული ჰქონდათ და ის აქტიური «მეოცნებეები», რომლებიც ამას არ შეეგუებოდნენ, აღმოჩნდებოდნენ მე-8საპყრობილეში. ვიმეორებ, 2000 კაციანი სია არსებობდა და ამის შესახებ კარგად იცის დღევანდელმა ხელისუფლებამ. აი, ასეთი უზნეო გარიგება დაიდო ხალხის ზურგსუკან.

 

- ხალხი ასე ადვილად სამართავი ეგონათ?

 

- მიმდინარეობდა კიდეც საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული ზემოქმედება... ეს ყველაფერი იცოდა მხოლოდ ვიწრო წრემ, სხვები გაოგნებულნი იყვნენ ბიძინას სვლებით, ხვდებოდნენ, გამარჯვების არანაირი შანსი არ იყო იმ ტემპებით, თუმცა მაინც შეჰყურებდნენ, როგორც მხსნელს, მამასა და მარჩენალს. და მოხდა სასწაული, ვგულისხმობ, ციხის კადრების გასაჯაროებას.

 

დამიჯერეთ, არავინ იცოდა, რომ მზადდებოდა გარკვეული ინფორმაციული დარტყმა, რომელსაც «წინააღმდეგობის მოძრაობის» ჯგუფი ამზადებდა. მეცინება, რომ ამბობენ, ბიძინამ იცოდა, რაც დაიდებოდაო. ვიმეორებ: ყველასთვის მოულოდნელი იყო იმ კადრების დადება და, როდესაც ეს გასკდა ბომბასავით, ყველა დაიბნა. შემდეგ სახალხო მღელვარების პირობებში აშშ-ის ელჩმა ახალი კონფიგურაცია შექმნა:

 

დაალაგა 40X60-ზე, ოღონდ პირიქით _ რეალურად «ნაცებს» 15% არ აუღიათ. აი, ეს გამოიწვია მოულოდნელად ციხის კადრების გასაჯაროებამ. ახლა კი ხედავთ, ბიძინამ რაც გააკეთა _ შეასრულა დავალება, შეინარჩუნა «ნაცები». პირდაპირ ვამბობ: უამრავი კადრი აქვთ ადამიანის გაუპატიურების, მკვლელობის, თუნდაც ერთხელ რომ მოეხდინათ ამ კადრების დემონსტრირება, «ნაცების» ამბავი დამთავრებული იქნებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთეს.

 

ვერც გააკეთებდნენ, რადგან ასეთი არ არის მათი მფარველის _ ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს ნება. დიახ, ყველა დეპუტატზე, გარდა რამდენიმესი, არსებობს კომპრომატები. გადაღებულია, რომ ვიღაცას აქვს სექსუალური კავშირი თავის ძმაკაცის ცოლთან, არის უამრავი მამათმავალი და ა.შ. ასეთებს აწინაურებენ, რატომ? იმიტომ, რომ ასეთები სჭირდებათ, მორჩილი ხალხია. სადეპუტატო კორპუსი მართული უნდა იყოს, ეს ამ სისტემის აუცილებელი პირობაა. აი, ეს იყო ბიძინას პოლიტიკურ ველზე ელვისებური შემოჭრისა და გაჭრის საიდუმლო.

 

უნდოდა თუ არა წასვლა? დიახ. ბიძინა ოკულტიზმითაა გატაცებული, თავი არხარი ჰგონია და ამ არხარობის ხარისხი გულისხმობს იმას, რომ ფარულად უნდა მართოს პოლიტიკური პროცესი. წაკვეთილი პირამიდაა, პირამიდის თავზე არიან ეს მარიონეტები, ის კი კულისებიდან მართავს მათ. საპრეზიდენტო ხელისუფლება, რომელიც ნომინალურია იმავე სააგენტოს წარმომადგენლის _ მარგველაშვილის ხელშია. უსუფაშვილიც იმავე სააგენტოს წარმომადგენელია, რომელიც ყველაზე გავლენიანი ფიგურაა დღეს საქართველოში.

 

შუაშია გაჩხერილი ღარიბაშვილი, რომელიც მათი გუნდის წევრი არ არის და ამ მოვლენებზე არავითარი წარმოდგენა არ აქვს (გამოცდილებაც არ აქვს), შესაბამისად, მალე დაეცემა, მსხვერპლი გახდება ამ ორი ფიგურის, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას. ღარიბაშვილმა საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ საქმეს არავინ გააკეთებინებს. ცოტა ხანში მას და მის ძალოვან ბლოკს მოუწევს, ამათი მხრიდან საკუთარ თავზე განიცადოს საინფორმაციო დარტყმების მთელი სიმწვავე.

 

- ეს დაძაბულობა რით დასრულდება?

 

- ესენი საქართველოში გავლენას ბოლომდე მოიპოვებენ, თუ კვლავ არაპროგნოზირებული მოვლენები არ მოხდა. ვერ ხედავთ, ჯანსაღი ოპოზიცია განეიტრალებული ჰყავთ... თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ კონფლიქტი მოხდება... აქ მარტო ერთი მოთამაშე არ არის, მოთამაშეები ბევრია, აქტიურდება რუსეთიც, რომელიც არევს ამ პოლიტიკურ პასიანსს.

 

- ღარიბაშვილს დავუბრუნდეთ, მას მთლიანად ივანიშვილი მართავს. გაწირავს თუ არა?

 

არა, თუ საქმეს დასჭირდა, გვერდზე გაწევს. აქვე გეტყვით, ყველა ბიზნესს შსს აკონტროლებს _ თამაზაშვილის გუნდი: ზედელაშვილი, ჭანყარაშვილი, მოადგილეები. რაც შეეხება სხვებს, ხუხაშვილმა რისხვა დაიმსახურა, ბევრი ფინანსები შეჭამა, უფრო მეტის გადაყლაპვა მოინდომა, ვიდრე მონელება შეეძლო. ნაცვლიშვილმაც. ნაცვლიშვილი დასაჭერად არის გამზადებული, ძალიან დიდ თანხებზეა ლაპარაკი, ჩხატარაშვილმა მის წინააღმდეგ უკვე ჩვენება მისცა.

 

მას მალე დაიჭერენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დატოვა. რესპუბლიკელები კი ცდილობენ, პოლიტიკური მეთოდებით ებრძოლონ შსს-ს, ბიზნესების კონტროლის გამო. თავად რესპები ელიტურ პოლიტიკურ კორუფციაში არიან ჩაფლულნი. მათი დაფინანსების წყაროები სხვა მხრიდანაა, ვერ დაიჭერ კორუფციაზე, სწორედ ამით არიან ძლიერნი. ისინი აკონტროლებენ და უნისონში მღერიან ლიბერალურ საინფორმაციო ქსელთან, რომლებისგანაც წამოვა დარტყმები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ვინაიდან, როგორც გითხარით, ისინი მათი გუნდის წევრები არ არიან.

 

«საქართველო და მსოფლიომ» კომენტარი ადვოკატ მამუკა ნოზაძეს სთხოვა:

 

"უტყუარი ინფორმაცია მოუწოდებია თქვენს წყაროს. სწორედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დავალებით მოვიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და მოიყვანა ხელისუფლებაში ამ სააგენტოს მიერ მართული ვაიპოლიტიკოსები. ეს სააგენტო, კარგა ხანია, მართავს ბოკერიასა და მის გუნდს, ყველასთვის ცნობილ თავისუფლების ინსტიტუტს. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოა ის სამსახური, რომელიც უცხო ქვეყნებში თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს და, როგორც ხედავთ, ამას ჩვენს ქვეყანაში მშვენივრად ახერხებს.

 

გარდა ამისა, ქმნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში აშშ-ის ინტერესების გამტარნი არიან. რაც შეეხება ნაცვლიშვილს, როგორც ამბობენ, თურქეთში იმყოფება, გაიქცა, რადგან, ჩემი ინფორმაციით, მთავარ პროკურორს მის მიმართ სერიოზული კითხვები აქვს, დიდი ფული აქვს შეჭმული, ადეიშვილის მეთოდებით მოქმედებდა, ატერორებდა ბიზნესმენებს“.

 

"საქართველო და მსოფლიო"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !