
ორმოცი წლის ამერიკელი წყვილი ავტომობილში ინტიმური ურთიერთობის დროს გაიგუდა. პენსილვანიაში მცხოვრები ქეით პეინტონი და სალინა ჯონსონი ავტომობილში სექსის დროს ნახშირბადის მონოქსიდით მოიწამლნენ და გარდაიცვალნენ.
მოწამვლის მიზეზი ის გახდა, რომ წყვილი სექსით ავტოფარეხში დაქოქილ ავტომობილში დაკავდნენ. გვამები ოჯახის ახლობელმა აღმოაჩინა. პოლიცია და სასწრაფოც მან გამოიძახა, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ისინი უკვე გარდაცვლილი დახვდა.