
ვალდიმირ ჟირინოვსკის მძაფრი გამონათქვამები თუ გამოსვლები არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამჯერად პორტალებსა და სოცქსელებში გაიხსენეს ვლადიმირ ჟირინოვსკის გამოსვლა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის რუსეთში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს:
„არსად იმდენი თვითმკვლელობა არაა, რამდენიც ჩვენთან: არ გეცოდებათ ის ბიჭები და გოგონები, მორგში რომ არიან? მათი მშობლები უმუშევრები იყვნენ, ბინა საცხოვრებლად უვარგისი იყო, სამსახური არ ჰქონდათ... არსად იმდენი თვითმკვლელობა არ ხდება მსოფლიოში, რამდენიც ჩვენთან, პუტინი კი მიღწევებზე საუბრობს. სად არის მიღწევები?
ჩვილებს ქუჩაში ყრიან, უმისამართო უსახლკაროები ქუჩაში იყინებიან, გზები - კოშმარული, კორუფცია - ტოტალური, მთელ მსოფლიოში ვერსად ჩვენ ვერ გვიტანენ, ყველა ორგანიზაციიდან გამოგვაპანღურეს... სად არის მიღწევები?“, - კითხულობდა ჟირინოვსკი.