,,მსოფლიო საშიშ ვირუსს ებრძვის, არ დარჩა ადამიანი, ვინც ამაზე არ ფიქრობს" - ნინო სურგულაძე

Image

ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში  მიმართვას აქვეყნებს.:

მსოფლიო საშიშ ვირუსს ებრძვის, არ დარჩა ადამიანი, ვინც ამაზე არ ფიქრობს, ძირითადად მაღალი სამოქალაქო შეგნებით, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც საფრთხეს რეალურად არ აღიქვამს და თავად ხდება სხვებისთვის საფრთხე. ახლაც ყველაზე მეტი იმედით, მილიონობით ადამიანი შესცქერის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენ ამ სფეროშიც გამორჩეული პროფესიონალები გვყავს და განსაკუთრებულად გვეიმედებიან, ბევრ მადლობას იმსახურებენ და დიდ დაფასებას თუნდაც იმით, რომ საკუთარ თავს გავუფრთხილდეთ და ამით შევუმსუბუქოთ ტვირთი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად აწევთ.

ვფიქრობ, მადლობას იმსახურებს ჩვენი მთავრობა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი, რომლებიც კოორდინირებულად ყოველდღიურად მგონი მართლა შეუძლებელს აკეთებენ და მაქსიმალურად გვიცავენ. მე ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობარი, ეს პრობლემა ყველას ერთნაირად გვაწუხებს, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ამ გამოწვევას, ქართველი ექიმების შრომით და მიღწევებით აღფრთოვანებულები არიან.

მადლობა ჩვენს სამართალდამცველებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას, ვინც ახლა ჩვენთვის იბრძვის და ძალ-ღონეს არ იშურებს.

მთელი მსოფლიო მტკივა ახლა, განსაკუთრებით საქართველოსთან ერთად იტალია, სადაც ასეთი რთული სიტუაციაა და როცა ამას ვაცნობიერებ, მერე უფრო მეტად ვხდები საქართველომ აქამდე რამდენი შეძლო. ნუ ჩავუყრით ამ შრომას წყალში ჩვენს ექიმებს, ჩვენს მთავრობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავრჩეთ სახლში, შევამციროთ რისკები, მეტი საშუალება მივცეთ მათ, ვისაც ეს ეხება და გამოსდის, სიტუაცია უკეთესად მართონ, დავეხმაროთ ჩვენი სიფრთხილით მათთაც და პირველ რიგში, საკუთარ თავს, ახლობლებს, მშობლებს, ოჯახებს, მეგობრებს...

საქართველომ ბევრი გადაიტანა უახლოეს წარსულში, მათ შორის ორი ომი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანად მოქმედება, იმიტომ, რომ უხილავ მტერს ვებრძვით, რომლის წინააღმდეგ ჯერ ვაქცინა არ არსებობს და მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება - სახლში დარჩენა და ერთმანეთზე ზრუნვა. ესეც გაივლის, ამასაც გავუმკლავდებით თუ ერთად ვიქნებით.

#დარჩისახლში

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !