
გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ გვირაბს ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ააშენებს. გვირაბის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და China Railway Tunnel Group Co-ის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ზაი ფეიფეიმ მოაწერეს. პროექტის ღირებულება 909 024 280 ლარია და სამუშაოების ვადად 4 წელია განსაზღვრული.