კალიფორნიელი წყვილის 10 მილიონიანი აღმოჩენა

Image

ჩრდილოეთ კალიფორნიელი წყვილი, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, წააწყდა განძს, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ დოლარს აღწევს. მათ აღმოაჩინეს ოქროს მონეტები, რომლებიც ძველი ხის ჩრდილქვეშ იყო ჩამარხული.

 

„აღმოჩენილი 1427 მონეტიდან (რომელთა უმეტესობა 1847-დან 1894 წლამდე არსებული დროის მონაკვეთით თარიღდება) თითქმის ყველა შესანიშნავ მდგომარეობაშია“, განაცხადა დევიდ ჰალმა, მონეტების პროფესიონალური გადახარისხების სერვისის  თანადამაარსებელმა სანტა ანაში.  სწორედ ამ ორგანიზაციამ დაადგინა მონეტების ავთენტურობა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მონეტების პირდაპირი ღირებულება საერთო ჯამში 27 ათას დოლარს არ აღემატება, ზოგი მათგანი იმდენად იშვიათია, რომ ექსპერტთა ვარაუდით, თითოეულის ფასი, შესაძლოა, ერთ მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.

 

„იშვიათად ვიყენებ ხოლმე სიტყვებს - ერთადერთხელ, ცხოვრების განმავლობაში - მაგრამ მსგავსი განძეულობის შეფასების საშუალება თითქმის არასოდეს მოგვცემია, მათ თითქოს ოქროს ჯამი აღმოაჩინეს ცისარტყელას ბოლოში“ - განაცხადა ვეტერანმა ნუმიზმატიკოსმა დონ კაგინმა.

 

კაგინის თქმით, მპოვნელი შუახნის ცოლ-ქმარია. ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ კალიფორნიის სასოფლო ნაწილში, იქ, სადაც მოგვიანებით განძს წააწყდნენ. როგორც კაგინი ამბობს, ცოლ-ქმარს წარმოდგენა არ აქვს, საიდან მოვიდა მონეტები იმ ადგილას.

 

კაგინის კორპორაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, დევიდ მაკ-კარტიმ დაამატა, რომ მათ არ სურთ, განსხვავებულად მოექცნენ, ამიტომ ანონიმურობას ინარჩუნებენ. „ისინი ბედნიერები არიან იმ ცხოვრებით, რომელიც გააჩნიათ და არ სურთ, რამე შეიცვალოს“, - განმარტავს მაკ-კარტი.

 

ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, მონეტების უმეტესობა „ამაზონის“ საშუალებით გაყიდოს. კაგინი ამბობს, რომ ფულს ისინი გადასახადების დაფარვისთვის და ადგილობრივ ეკლესიაში შესაწირად გამოიყენებენ.

 

სანამ გაყიდვის პროცესს დაიწყებენ, მონეტების ნაწილს დროებით მფლობელობაში ამერიკის ნუმიზმატიკურ ასოციაციას გადასცემენ, რომელიც მას „ნაციონალური ფულის სანახაობისთვის“ გამოიყენებს. მაკ-კარტის სიტყვით, ამ აღმოჩენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა მონეტა სრულყოფილია, რაც, მისი განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელმაც მონეტები შეინახა, ამ ყველაფერზე გულმოდგინედ იზრუნა.

 

იმის გამო, რომ ქაღალდის ფული კალიფორნიაში 1870-იან წლებამდე არალეგალური იყო,  ამ პერიოდით დათარიღებული ნებისმიერი მონეტის პოვნა უკიდურესი იშვიათობაა.

 

მონეტების პირვანდელ მფლობელებზე და წარმომავლობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მათი მდებარეობის ადგილი, სავარაუდოდ,  კალიფორნიის მეჩხრად დასახლებული ჩრდილო-ცენტრალური ნაწილია, რომელიც საკრამენტოს აღმოსავლეთიდან ნევადას ხაზისკენ ფართოვდება და სიერა ნევადას მთებსა და ვაკეს მოიცავს.

 

გზაზე, სადაც განძი წლების განმავლობაში იყო დამარხული, წყვილს არაერთხელ გაუვლია. იმ დღეს, როცა მონეტები აღმოაჩინეს, ქალი მტვრიანი ქოთნის შესასწავლად დაიხარა, რომელიც ეროზიის ზემოქმედებით მიწიდან ოდნავ ამოჩრილიყო.

 

კაგინის აზრით, ეს აღმოჩენა მსგავსი სახის აღმოჩენათა შორის ყველაზე დიდია ამერიკის ისტორიაში. ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა 1985 წელს მოხდა, როცა ნაპოვნი მონეტების ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღწევდა. მას მშენებლებმა მიაგნეს ჯექსონში, ტენესის შტატში.

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !