პუტინს ჟურნალისტმა კითხვა უკრაინულად დაუსვა: „ოო... კიევიდან დავბრუნდი, თავისუფლების ჰაერი არ გამქარვებია“ (ვიდეო)

Image

„ლოს ანჯელეს ტაიმსის“ უკრაინელმა ჟურნალისტმა სერგეი ლოიკომ რუსეთის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თავდაპირველად უკრაინულად მიმართა.

 

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმაც უკრაინულად უპასუხა, ჟურნალისტმა თქვა: „ოო... კიევიდან დავბრუნდი, თავისუფლების ჰაერი ჯერაც არ გამქარვებია...“. „გააგრძელეთ“, - მიმართა მას პუტინმა, - „თქვენი გამოსვლის პირველი ნაწილი მშვენიერი, დაგეგმილი მიმართვა კარგად გამოგივიდათ, ახლა მეორეზე გადადით...“. პრესკონფერენცია, რომელიც 2013 წლის დეკემბერში ჩატარდა, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 

ჟურნალისტმა 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ „2008 წლის ოპერაციის შედაგად ახლა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია, რაც დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა შეფასეს, როგორც სუვერენულ ქვეყანაში (საქართველოში,-რედ.) შეჭრა.“

 

ჟურნალისტის თქმით, იმ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არა რუსეთის მოქალაქეებზე, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებზე გასცემდა რუსულ პასპორტებს, მერე კი რუსეთმა განაცხადა, რომ ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქეები. ჟურნალისტი დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა ამ საბაბით, ანუ, რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით რუსეთმა ჯარი ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიყვანოს, როგორც ამისკენ პუტინს პოლიტიკოსთა და დეპუტატთა ნაწილი მოუწოდებს და, საერთოდ, არსებობს თუ არა ბუნებაში შანსი იმისა, რომ რუსეთის არმია უკრაინაში შევიდეს.

 

ვლადიმირ პუტინმა კითხვაზე პასუხის გაცემისას არაკორექტული უწოდა ჟურნალისტის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის შედარებას დღეს ყირიმზე არსებულ სიტუაციასთან:

 

„მიმაჩნია, რომ ეს არაკორექტული შედარებაა, რადგან ყირიმში დღეს არ ხდება ის, რაც მაშინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხდებოდა. ამ რეგიონებმა, თავის დროზე, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და იქ იყო მასშტაბური, სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტი. და ეს არ იყო ამ ტიპის პირველი კონფლიქტი, თუ გავიხსენებთ 1919 და 1921 წლებს, როცა სადამსჯელო ოპერაციები ტარდებოდა, რადგან რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს უნდოდათ რუსეთის შემადგენლობაში და არა დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენა.

 

ამასთან, იმ ტერიტორიებზე იყვნენ სამშვიდობო ძალები, რომლებიც, ძირითადად, რუსეთით იყო წარმოდგენილი. ჩვენი ქმედებები მაშინ განპირობებული იყო არა იმდენად ჩვენი მოქალაქეების დაცვით, რაც, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, არამედ ჩვენი სამშვიდობო ძალების ჯარისკაცებზე თავდასხმით და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დახოცვით. აი, ამაშია საქმე.

 

ყირიმში, მადლობა ღმერთს, მსგავსი არაფერი ხდება და იმედი მაქვს, არც მოხდება. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს შეთანხმება იქ ჩვენი ფლოტის ყოფნაზე, რომლის ვადაც გახანგრძლივებულია და ეს, ჩემი აზრით, ორივე ქვეყნის ინტერესში შედის. ყირიმში, სევასტოპოლში რუსეთის ფლოტის ყოფნა სტაბილიზაციის გარანტია როგორც რეგიონალური, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა და ამ საკითხს ჩვენ მუდამ ვაყენებთ. სხვათა შორის, ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, არსებობს ასეთი არაცივილიზებული ცნება „არამოქალაქე“, რომელიც არც მოქალაქეა, არც უცხოელი და, საერთოდ, არავინ იცის, ვინ არის - ჩამორთმეული აქვს პოლიტიკური უფლებები და თავისუფლება.

 

და ამას ჩვენი პატივცემული კოლეგები ევროკავშირიდან ითმენენ, რატომღაც მიაჩნიათ, რომ ეს ნორმალურია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არანორმალურია და მომავალშიც გავაგრძელებთ ბრძოლას თანასწორუფლებიანობისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყირიმში ჯარებს შევიყვანთ. ასეთი რამ არ მოხდება და არც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

 

ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !