-
2014-02-24 23:27
პორტალი eva.ge გთავაზობთა ლაზერულ ეპილაციასთან დაკავშირებულ 10 დეტალს, რომელთა ცოდნა რეკომენდირებულია ამ თემატიკით დაინტერესებული ქალებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სხეულიდან არასასურველი თმის მოშორება საკმაოდ რუტინული საქმეა, პროცედურა მაინც საჭიროებს თორიულ ცოდნას. და თუკი სანდო და აპრობირებულ სამართებელთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ლაზერული ეპილაცია შედარებით ახალი მოვლენაა. გთავაზობთ 10 სასარგებლო რჩევას ამ პროცედურასთან დაკავშირებით:
სწრაფია
სახეზე, ან ბიკინის ზოლზე ლაზერული ეპილაციის ერთი სეანსი 10-15 წუთი გრძელდება. ფეხებზე პროცედურას დაახლოვებით ერთი საათი დასჭირდება. მთლიანი კურსი შედგება 4 ან 10 პროცედურისგან, ეს დამოკიდებულია თმის ფერზე და სტრუქტურაზე, ასევე კანის თავისებურებაზე.
შესაძლოა, იყოს მტკივნეული
ლაზერის სხივმა, შესაძლოა (ვიმეორებთ შესაძლოა) გამოიწვიოს მტკივნეული და არასასიამოვნო შეგრძნებები, რომელსაც ექიმი-კოსმეტოლოგი გაგინეიტრალებთ ტკივილგამაყუჩებელი სპრეით ან გელით. ეს ის შემთხვევაა, როცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
რუჯის გარეშე
რუჯის მიღება არც პროცედურამდე და არც მის შემდეგ არ შეიძლება, ამიტომ ლაზერისთვის საუკეთესო დროდ ზამთარი ითვლება. ზაფხულში, კოსმეტოლოგთან ვიზიტსა და ზღვაზე გამგზავრებას შორის 2 კვირა მაინც უნდა იყოს გასული.
მხოლოდ ერთხელ
ცვილით ან პინცეტით თმის ამოღება ლაზერულ ეპილაციამდე არარეკომენდებულია. რადგან ჩანასახლში არსებული თმის დაფიქსირება თითქმის შეუძლებელია და ეს ხელს შეუშლის ლაზერული სხივის ფოკუსირებას.
არ შეინიშნება ზრდა
დეპილატორით და საპარსით თმის მოშორების შემდეგ მტანჯველია მისი ზრდის პროცესი. ლაზერული ეპილაციის შემთხვევაში კი კოსმეტოლოგები გვპირდებიან, რომ შეუმჩნეველი იქნება თმის ზრდის პროცესი.
ადამიანური ფაქტორი
შეარჩიე სანდო, კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტი. ასეთ დროს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის.
იზრდება მგრძნობელობა
ლაზერული პროცედურების შემდეგ კანი ხდება გაცილებით მგრძნობიარემზის მიმართ. გაუფრთხილდით მას და გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.
დაემშვიდობეთ სამუდამოდ
ზოგს იმდენად უმართლებს, რომ ლაზერული ეპილაციის ერთი კურსის შემდეგაც კი სამუდამოდ თავისუფლდება ჭარბთმიანობისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, საპარსისა და ცვილის გამოყენება იმაზე იშვიათად მოგიწევთ, ვიდრე მანამდე.
მუქი თმით და ღია კანის ფერით-მაღალი შანსი
საინტერესო ფაქტი - თანამედროვე ლაზერული აპარატების უმეტესობა ეფექტურად მუშაობს მუქი თმისა და ღია კანის ფერის მქონე ადამიანებზე. ქერებო, ნუ გაგვინაწყენდებით. მეცნიერება ხომ წინ მიდის...
კონსულტაცია პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ
ლაზერით თმის მოშორება შეიძლება მხოლოდ ექიმ-კოსმეტოლოგთან (საჭიროების შემთხვევაში - დერმატოლოგთან) წინასწარი კვლევის შემდეგ. გაიარეთ კონსულტაცია პროცედურის შემდეგაც, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
eva.ge