
რამდენჯერ გსმენიათ ამა თუ იმ მაღაზიაზე ან სწრაფი კვების ობიქეტზე, რომ ის ფრანჩაიზია? ალბათ ძალიან ბევრჯერ.
შესაძლოა, ეკონომიკური განათლების არმქონე ადამიანთა ნაწილისთვის ფრანჩაიზის სრული არსი ნაცნობი არ არის, სწორედ ამიტომ დღეს vivus.ge-ს ბლოგი ფრანჩაიზის შესახებ გიამბობთ.
რა არის ფრანჩაიზი, რა ელემენტებს მოიცავს და როგორ მუშაობს ეს სისტემა?
ფრანჩაიზის როგორც ტერმინის განმარტება გახლავთ „პროდუქტის ან მომსახურების ექსპლუატაციის გადაცემის უფლება, ერთი ან რამდენიმე პირისთვის“
გარიგებაში მონაწილეობს ორი მხარე, ფრანჩაიზერი და ფრანჩაიზი. ორივე მათგანს გააჩნია საკუთარი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დადგენილია ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებით.
ფრანჩაიზი უხდის ფრანჩაიზერს გარკვეულ თანხას და სანაცვლოდ იღებს მისი პროდუქციის ან მომსახურების გარკვეულ ტერიტორიაზე წარმოების ლიცენზიას.
ფრანჩაიზის უპირატესობები და ნაკლოვანებებია:
ფრანჩაიზის მთავარი ღირსება გახლავთ ის, რომ ლიცენზიის შეძენის შემდეგ თქვენ არ გიწევთ ბიზნესის ნოლიდან დაწყება.
თქვენს საქმიანობას უკვე აქვს ბეგრაუნდი, რომელიც მის აწყობაში დაგეხმარებათ.
სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში ფრანჩაიზით დაწყებული ბიზნესის დახურვის რისკები 80%-დან 25%-მდე შემცირდა.
მეორე ღირსება გახლავთ ის, რომ ეს ბიზნესი უკვე გამოცდილია, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები მისი ეფექტურად წარმოებისთვის.
ფრანჩაიზი არ არის მარტო და გამუდმებით გრძნობს მხარდაჭერას საკუთარი ფრანჩაიზერისგან, რომელსაც ბიზნესში დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს.
რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ფრანჩაიზი არასოდეს იქნება ბრენდის მეპატრონე და ვერასოდეს ექნება საკუთარ ბიზნესზე სრული კონტროლი.
გარდა ამისა, ფრანჩაიზს აქვს საკუთარი ვადები, რომელიც როგორც წესი ექვემდებარება განახლებას.
რა ტიპის საქმიანობებზე შეიძლება ფრანჩაიზის მორგება?
ფრანჩაიზის მორგება ვერ ხდება ყველა ტიპის ბიზნესსა და საქმიანობაზე.
წარმატებისთვის საჭიროა ძალიან სპეციფიური ხასიათის მქონე სექტორის წარმომადგენელი ბრენდების შერჩევა.
ფრანჩაიზის ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭიროა:
ადამიანები, რომლებიც წესების დაცვის წინააღმდეგნი არ არიან, რადგან ფრანჩაიზერების უმეტესი ნაწილი ფრანჩაიზს მოქმედების მთავარ წესებს თავად უწესებს.
ფრანჩაიზერთან შეთანხმების გარეშე, ხშირად შეუძლებელია: წარმოებისთვის აუცილებელი პროდუქტების, მომწოდებლების, მენეჯმენტის ტიპისა და ბიზნესის სხვა ასპექტების დარეგულირება.
გულმოდგინე შრომა, რადგან ფრანჩაიზრეს ყოველთვის მაღალი მოთხოვნები აქვთ. მთავარ მოთხოვნებს შორისაა უსაფრთხოება და ბიზნესის სწრაფი განვითარება.
იმ შემთხვევაში თუ საკუთარი თავისა და შრომისმოყვარეობის იმედი გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ უცხოური კომპანია, რომელიც მზად იქნება განახორციელოს ინვესტიცია და შემდგომში გაგინაწილოთ მოგება.
და ბოლოს, სანამ ფრანჩაიზის ან სხვა მეთოდის საშუალებით ბიზნესს დაიწყებთ და გამდიდრდებით, მცირე ფინანსური პრობლემები შეგიძლიათ მოაგვაროთ vivus ge-ს სწრაფი სესხების დახმარებით.
სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სტატია დაფინანსებულია