
პოპულარული ჯგუფის „ვიაგრას“ ექს–სოლისტი ალბინა ჯანაბაევა უკვე დადგა აღრიცხვაზე მოსკოვთან მდებარე კლინიკაში, როგორც ორსული.
წყვილი ჯერ არ ჩქარობს, კეთილისმსურველები დააუწყოს ორსულობის ვადის შესახებ, თუმცა ჯანაბაევას გარეგნულადაც ეტყობა, რომ შვილს ელოდება.
ალბინა ჯანაბაევასა და ვალერი მელაძეს უკვე ჰყავთ შვილი – 10 წლის კონსტანტინე, რომელსაც სახელი ბიძის პატივსაცემად უწოდეს. პირველი მეუღლისგან ვალერი მელაძეს სამი ქალიშვილი ჰყავს.
ვალერი მელაძე 48, ხოლო ალბინა ჯანაბაევა 34 წლისანი არიან.