
"ბუკი" რომელმაც დონბასში სამგზავრო ლაინერი "ბოინგ 777" ჩამოაგდო, ეკიპაჟთან ერთად გაუჩინარდა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია. ამის შესახებ რუსულ სამხედრო ფორუმებზე პუტინის პოლიტიკისადმი ოპოზიციურად განწყობილი იუზერები წერენ.
როგორც ერთერთი ფორუმელი წერს, დადგენილია, რომ "ბოინგი" რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კურსკის 53-ე ბრიგადის დანაყოფმა ჩამოაგდო, ხოლო მას შემდეგ, რაც ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, "ბუკიც" და პირადი შემადგენლობაც ციმბირის სამხედრო ოლქში, ბაიკალიმიერში გადაისროლეს. გასაკვირი ბევრისთვის არც ის აღმოჩნდა, რომ "ბუკი" ახალი დისლოკაციის ადგილზე არ გამოჩენილა. არ გამოჩენილან ასევე, დანაყოფის წევრებიც.