
35 წლის მამაკაცი, რომელიც ისრაელის ქალაქ ნოფიტში მშობლებთან სტუმრად იმყოფებოდა, კურიოზული სიტუაციის გმირი გახდა - მას შემდეგ, რაც ტუალეტში შევიდა და უნიტაზზე დაჯდა, მას გველმა პირდაპირ სასქესო ასოზე უკბინა.
ტკივილისგან გამწარებული მამაკაცი ტუალეტიდან შარვალჩახდილი გამოვარდა და იატაკზე დაეცა, მამამ კი გველის გასრესა მოახერხა. სასწრაფო რამდენიმე წუტში მოვიდა და ექიმებმა მამაკაცი პირველი დათვალიერებისთანავე დაამშვიდეს - მათ გველის სახეობის მიხედვით დაასკვნეს, რომ ის შხამიანი არ იყო, მამაკაცი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, გალილეის ამ დასახლებაში პირველი შემთხვევა არაა, როცა ქვეწარმავალი უნიტაზში აღმოაჩინეს, მაგრამ მისგან ადამიანის დაკბენისა და, მით უმეტეს, ასოზე კბენის ეს პირველი შემთხვევა გახლდათ. როგორც ჩანს, ვიღაცამ მეზობლად, გველი ბინაში იპოვა და ის უნიტაზში ჩარეცხა, რის შემდეგაც ქვეწარმავალმა სხვა უნიტაზში ამოჰყო თავი...
როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გახმაურდა, მამაკაცი პოპულარული გახდა, განსაკუთრებით - ქალებში.