
ქართველ მოჭადრაკეს გაიოზ ნიგალაძეს, შესაძლოა, სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ. მიზეზი მობილური ტელეფონია, რომელიც მოჭადრაკეს ტუალეტის კაბინაში ჰქონდა შენახული და პარტიის სვლების გასაანალიზებლად იყენებდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მსაჯებს ნაგალიანის მოწინააღმდეგემ ტიგრან პეტროსიანმა მიმართა, რომელიც დაეჭვდა, რადგან ქართველი მოჭადრაკე ტუალეტში ხშირად გადიოდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნაგალიანი ერთსა და იმავე კაბინაში შედიოდა და ტუალეტის ქაღალდში შეხვეულ მობილურს ჭადრაკის პარტიის სვლების გასაანალიზებლად იყენებდა.
ნაგალიანმა განაცხადა, რომ ტელეფონი მისი არ არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მობილური მოწყობილობა ერთერთ სოციალურ ქსელში სწორედ ნაგალიანის სახელით იყო შესული. აფიორის დამტკიცების შემთხვევაში ქართველ მოჭადრაკეს, მინიმუმ, 15 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ნაგალიანი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია.
ამ სკანდალის თაობაზე სიუჟეტი ტელეკომპანია CNN-მაც მოამზადა. სიუჟეტის სახელწოდებაა "ზოგჯერ საუკეთესო იდეები საპირფარეშოდან მოდის“ და მასში დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია, თუ რა მოხდა დუბაიში და რატომ დაატოვებინეს საეთაშორისო ჩემპიონატი ქართველ მოჭადრაკე გაიოზ ნაგალიძეს.
„საქართველოდან ჩემპიონატზე ჩამოსული გაიოზ ნაგალიძე, მაშინ დააკავეს, როდესაც ის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს საპირფარეშოში მობილურის მეშვეობით სვლებს ამოწმებდა. ტელეფონში ჩაწერილი იყო სპეციალური აპლიკაცია.
პროგრამა იმ პარტიას ამუშავებდა, რომელსაც ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა. ტელეფონში შესაბამისი კომბინაციები შეყვანილი იყო. ჩემპიონატიდან გამოგდების დროს გაიოზ ნაგალიძე ტიგრან პეტროსიანის წინააღმდეგ თამაშობდა.
ქართველი მოჭადრაკის საეჭვო ქცევების შესახებ ტურნირის ადმინისტრაციას სწორედ სომეხმა მოჭადრაკემ შეატყობინა. საპირფარეშოში სადაც გაიოზ ნაგალიძე რამდენჯერმე შევიდა ქაღალდში გახვეული ტელეფონი იპოვეს.
პირველად ქართველი ირწმუნებოდა, რომ ტელეფონი მისი არ იყო. მაგრამ ტურნირის ხელმძღვანელებმა ტელეფონი შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ყველა სოციალური ქსელი სწორედ გაიოზ ნაგალიძის სახელით და გვარით იყო გახსნილი.
ქართველი მოჭადრაკის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაეგზავნა მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციას. დუბაი ქართველი მოჭადრაკის დასჯას მოითხოვს. შესაძლოა გაიოზ ნაგალიძე 15 წლით დისკვალიფიცირებული აღმოჩნდეს,“- ნათქვამია CNN-ის მიერ მომზადებულ სტატიაში, თუმცა, განაწესის მიხედვით, თხუტმეწლიანი სასჯელი მხოლოდ მსგავსი ქმედების გამეორების შემთხვევაშია გათვალისწინებული, მანამდე კი ქართველი მოჭადრაკე, სავარაუდოდ, სამწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.