-
2015-04-10 23:33
ვერძი: დღეს ჯობია დაისვენოთ, საქმეში გამართლებას არ ელოდოთ. საღამოს შეეცადეთ კარგად დაისვენოთ და ძილის წინ მიიღეთ ცხელი აბაზანა და აუცილებლად განიტვირთებით.
კურო: დღეს სასიყვარულო პრობლემები გექნებათ,მიიღებთ დიდ იმედგაცრუებას, მაგრამ მიუხედავად ამისა თავს მაინც თავდაჯერებულად იგძნობთ. მოსალოდნელია კონფლიქტი მოგივიდეთ ახლობლებთან, განსაკუთრებით ძველ მეგობრებთან.
ტყუპები: არ დაგეგმოთ დღეს საქმიანი შეხვედრები და მსხვილი ფინანსური ოპერაციები. შესაძლებელია დღეს მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, რაც თქვენ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. დღეს იქნებით ზედმეტად რომანტიკული, ასეთი განწყობა გამოიყენეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში.
კირჩხიბი: საღამოს გაატარებთ ახლობელ ადამიანთან ერთად, რომანტიულ ატმოსფეროში. თუ გყავთ უცხოელი ახლობელი, ძალიან კარგი დღეა მასთან ურთიერთობისათვის. ეცადეთ სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
ლომი: ის, რაც თქვენ დიდი ხანია გაწუხებთ, მალე წარსულს ჩაბარდება. ყველაფერი ირკვევა და თქვენი სიმართლის დამტკიცებაც აღარ გაგიჭირდებათ. საღამოს პატარა პრობლემა შეგაწუხებთ, თუმცა მის მოგვარებას მალევე მოახერხებთ.
ქალწული: დღეს, ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შესაძლოა, ურთიერთობა მოგიწიოთ ბანკებთან და ლომბარდებთან. ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს და მათთან სერიოზული მოლაპარაკებები არ აწარმოოთ. გაიზრდება მოტყუების ალბათობა.
სასწორი: დღის დასაწყისი ახალი საქმეების წამოსაწყებად ნაკლებად რეკომენდებულია. არც საქმიანი მივლინება მოგიტანთ სასურველ შედეგებს. მეორე ნახევარში კი სიტუაცია სასიკეთოდ შემობრუნდება-თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება.
მორიელი: დღეს თქვენ დაამყარებთ ახალ საქმიან კავშირებს, ამ კავშირებიდან ზოგი თქვენთვის სახარბიელოდ წარიმართება და ზოგი მეგობრობაში გადაიზრდება. აჩვენეთ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან.
მშვილდოსანი: ძალიან მიმზიდველად გამოიყურებით, ეცადეთ თქვენი აურა გაავრცელოთ გარშემომყოფებზე, რადგან თქვენც გჭირდებათ ლაღი გარემო, გაცემის შესაბამისად რომ მიიღოთ და განიმუხტოთ.
თხის რქა: დღეს ახლობლებზე ზრუნვა ბევრ სიძნელეებს გადაგატანინებთ. ბევრ ხალხთან კონტაქტს მოერიდეთ. თქვენი იმუნიტეტი დაქვეითდება. ოჯახის წევრებთან საერთო ენა დღეს შესაძლოა ვერ გამოხატოთ., ეს კი პრობლემებს შეგიქმნით.
მერწყული: ემოციების დამალვა დღეს განსაკუთრებით გაგიჭირდებათ. ეცადეთ თქვენი იდეები და საქმიანია გეგმები არავის გაანდოთ, რათა ხელი არ შეგიშალონ მათ განხორციელებაში. ზედმეტმა ფლირტმა შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას არსებულ სასიყვარულო კავშირს.
თევზები: უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენის დიდი ალბათობაა. ეცადეთ იყოთ თავშეკავებული და გამოსავალი სიტუაციიდან გამომდინარე მოძებნოთ. კარგი განწყოიბის შენარჩუნებაში დღეს იუმორი დაგეხმარებათ.