-
2015-03-31 23:03
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნახევარფინალური შეხვედრა ქართველ და იტალიელ თვრამეტ წლამდე ასაკის მორაგბეებს შორის. ძირითადი დრო ფრედ 6:6 დასრულდა.
ფინალის საგზურის ბედი ისევ "შუთ აუტმა" გადაწყვიტა. როგორც ქართველები, ასევე იტალიელები საკმაოდ ზუსტად ასრულებდნენ საჯარიმო დარტყმებს, საბოლოოდ კი, როცა ჯერი პირველი აცილებისთანავე წაგებაზე მიდგა, პირველად იტალიელებმა ააცილეს და საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური გაინაღდა.
შეგახსენებთ, მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრებმა პირველად ისტორიაში, ირლანდიელი თანატოლების დამარცხება, ასევე "შუთ აუტით" მოახერხა, ხოლო იტალიელებმა, ბევრისთვის მოულოდნელად, უელსელებს სძლიეს. ფინალში ქართველები მასპინძელს, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც დღეს ინგლისის ნაკრები დაამარცხა. ფინალი 4 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

