-
2014-02-03 12:30
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბარში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ვახტანგ მაიასაია აღიარებს, რომ მისი სახლიდან ნამდვილად ამოიღეს წითელი ფერის მოწმობა წარწერით КГБ.
გაზეთის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია, რომ მაისაიას საქმეში სწორედ ეს მოწმობა დევს, თავად ბრალდების ადრესატმა დაადასტურა. მისი თქმით, მოწმობა არ იყო ნამდვილი, ის კიევში შეიძინა სუვენირის სახით და თავად შეავსო.
„პრაიმტაიმი“ წერს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნივთმტკიცებად ამოღებული აღნიშნული მოწმობა განადგურებას დაექვემდებარა, თუმცა, განაჩენში მაინც ფიგურირებს.
