
ჟურნსალისტების შეკითხვებმა თენგიზ კიტოვანი გააღიზიანა და მან გადაცემა ,,ბარიერი“ დატოვა.
,,როცა ვიღაც მეუბნებოდა, რატომ შეხვედი შენ ტანკებით იქანეო, მე ვუპასუხე, რომ ახლა თავს გაგიტეხავ-მეთქი, მეტი რა უნდა მეთქვა,“- ასე უპასუხა კიტოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ შევიდა ის სოხუმში, როცა ბრძანება არ ჰქონდა მიღებული ედურდ შევარდნაძისგან.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტ მაკა რაზმაძის კითხვებმა აღაშფოთა, მაკა რაზმაძე, რომელიც 90-იან წლებში მოვლენების თვითმხილველი იყო გადაცემაში სოციალურ ქსელში შეკრებილი იმ კითხვებით მივიდა, რომელიც საზოგადოებას ჯარის ყოფილი მეთაურისადმი დღემდე აქვს.
მაკა რაზმაძე: ,,მაშინ არ ვიცოდით სად მივდიოდით, ჩანაწერიც მაქვს, შემდეგ სამტრედიაში როცა ჩავედით, ჩამოვიდა მძიმე ტექნიკა, რომლის მართვაც არ იცოდა ჩვენ ჯარმა, ხან სად გადაუვარდათ ეს ტანკები, ხან სად, ეს იცით გადაღებულია, ჯერ ომი არ იყო, ბატონო თენგიზ, ამის შემდეგ შევედით სოხუმში, ჯერ პოლიცია შევიდა 5 მათგანი დაიღუპა და სხვა მხრიდან შევედით სოხუმში, გქონდათ ნათქვამი, რომ ერთი ამოსუნთქვით აიღებდით აფხაზეთს და არძინბას დავაპატიმრებთო, სახელმწიფო ტელეფონზე, როდესაც რეკავდა შევარდნაძე თქვენ არ მოდიოდით მასთან დასალაპარაკებლად, ,, არ მინდა მაგასთან ლაპარაკიო“ და შევარდნაძე ამბობდა, არცერთი ნაბიჯი არ გადადგათო...
კიტოვანი: არც გადაგვიდგია მერე... დაშინებული შევრადნაძე, რომ რეკავდა უკვე გვიანი იყო, უკვე დაწყებული იყო ომი, სოხუმლები შემოვდნენ გვიშველეთ, გვძარცვავენო.
თამთა ქარჩავა (ჟურნალისტი, აფხაზეთიდან დევნილი): თქვენ გვიან ღამით დამოუკიდებლად გადაწყვითეთ სოხუმში შესვლა და შეხვედით, რა მიზანი გქონდათ, ჩვენ არ გვსმენია, რომ იქ სოხუმელებს ვინმე ძარცვავდა...
კიტოვანი: შევარდნაძემ 11-ში გამოაცხადა, რომ აფხაზეთში უნდა შევიდეთო, ამის დოკუმენტი მაქვს, მე დამოუკიდებლად არ მიმოქმედია, შევარდნაძის ბრძანებას ვემორჩილებოდი, მან დაიწყო ომი და ომის წაგებაც მისი ბრალია.... შევარდნაძეს იმედი ჰქონდა ამერიკელები ჯარს შემოიყვანენ, როცა ჩვენ ომს წავაგებდით, მოლაპარაკებაზე იყო წასული, ქართული ჯარი მაგან განაიარაღა, რომ იცოდა მე აფხაზეთიდან ვერ გამომიყვანდა ყარყარაშვილი დანიშნა ჩემს ნაცვლად.
მე გამოვაქვეყნებ დოკუმენტებს , თქვენ არაფერი იცით.
მაკა რაზმაძის კითხვების მოსმენა თენგიზ კიტოვანმა აღარ ისურვა, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ რაზმაძე თვითმხილველი იყო ფაქტების და მას შედარებით ბევრი ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა როდესაც ჟურნალისტმა მისთვის კითხვის დასმა სცადა, კიტოვანმა გადაცემა დატოვა, ჟურნალისტის ბოლო კითხვაზე აფინანსებდა თუ არა მაშინ რუსეთი კიტოვანს, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა პასუხი აღარ გასცა, მან მიკროფონი ამ სიტყვებით მოიხსნა:
,,მეუბნებიან ტანკები შენ შეიყვანე იქანეოა, ვუპასუხე თავს გაგიტეხავმეთქი ,მეტი რ აუნდ ამეთქვა“