-
2014-05-27 10:10
2013 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, კომპანია „ბოინგის“ მიერ 10 კვტ სიმძლავრის ლაზერული დანადგარის გამოცდის წარმატების შესახებ, რომელსაც შეუძლია უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება, ასევე, ნაღმმტყორცნთა ჭურვების განადგურება.
დანადგარის გამოცდა ნიუ-მექსიკოს შტატში განლაგებულ პოლიგონზე გაიმართა. პენტაგონის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ცდები ჩატარდა 2013 წლის 18 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
საბრძოლო ლაზერული დანადგარმა HEL MD--High Energy Laser Mobile Demonstrator, რომელიც სიდიდით არ აღემატება 25 ცენტიან მონეტას, უპილოტო საფრენი აპარატის გარდა გაანადგურა 100-მდე 60 მმ-იანი ნაღმმტყორცნის ჭურვი.



რაც ყველაზე საინტერესოა, ლაზერის მოხვედრის შემდეგ მიწაზე დაცემისას არც უპილოტო საფრენი აპარატებისა და არც ნაღმმტყორცნთა ჭურვების აფეთქება არ ხდება - ლაზერული სხივი მათ მეტალის წვრილ ნამსხვრევებად გადააქცევს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43