-
2014-05-26 12:24
“ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა. ანაკლია შესანიშნავია. თუ შეთანხმება საბოლოოდ შედგა, ფესტივალი ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება. ამ საქმეში ხელს გვიწყობს ტურიზმის დეპარტამენტი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია”, - განაცხადა ნიკიტა მარშუნოკმა, რომელიც ზუგდიდში იმყოფება.
ნიკიტა მარშუნოკი ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ ღონისძიებებს ესწრება. მან საქართველოს სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.
კაზანტიპის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში 1 კვირის განმავლობაში დარჩება და ანაკლიის პოტენციალს შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ წელს, აგვისტოში, კაზანტიპის ფესტივალი, რომელიც მანამდე ყირიმის ნახევარკუნძულზე ტარდებოდა, ანაკლიაში გაიმართება. ფესტივალზე დიდი რაუდენობით უკრაინელ და რუს ტურისტებს ელოდებიან. კაზანტიპის ფესტივალის მიმართ არაერთხელ გამოუთქვამს უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. საქართველოში მისი ჩატარების წინააღმდეგ უკვე გამოვიდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი". საქართველოს ეკლესიას ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს.