მისალოც წერილში ბარაკ ობამამ პრემიერს მიმართა და პრეზიდენტიც მოიხსენია

Image

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა და მასში პრეზიდენტი მარგველაშვილიც მოიხსენია.

 

"ძვირფასო ბატონო, პრემიერ-მინისტრო! საუკეთესო სურვილებით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს 26 მაისს, საქათველოს დამოუკიდებლობის დღეს.

 

ბოლო წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით უდგას მხარში საქართველოს, სადაც ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ქვეყნის ისტორიაში პირველად დასრულდა ძალაუფლების საკონსტიტუციო გზით გადაცემის პროცესი და დაინიშნა ახალი პრემიერ-მინისტრი.

 

საქართველოს მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება ქმნის საფუძველს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე და მზარდი პარტნიორობისათვის. იმედის თვალით შევყურებ თანამშრომლობას თქვენთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის პროცესში.

 

მომავალი ადგილობრივი არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოსალოდნელი ხელმოწერა უზრუნველყოფს დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მართლაც შთამბეჭდავი წინსვლის ნათელსაყოფად.

 

ჩემთვის სასიხარულო იყო თქვენთან შეხვედრა ვაშინგტონში თქვენი ებერვლის ვიზიტის დროს. როგორც უკვე ითქვა შეხვედრის დროს, ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის.

 

მომდევნო წლებში რეფორმებისადმი ასეთი ერთგულება უზრუნველყოფს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტირების და ადამიანებს შორის კონტაქტების სფეროებში ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას.

 

ვდგავართ რა რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების წინაშე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გაუწევს მძლავრ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

 

გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!

ბარაკ ობამა".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !