
სლავიანსკის მახლობლად, სოფელ ანრეევკაში იტალიელი ჟურნალისტი ანდრეა როჩელი და მისი თარჯიმანი, რუსეთის მოქალაქე ანდრეი მირონოვი მოკლეს.
ინფორმაციას ТСН-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თვითაღიარებული ხელისუფლება აცხადებს.
აღნიშნულ ინფორმაცია რუსულ მედიაშიც გავრცელდა, თუმცა, ოფიციალურად მისი დადასტურება არ მომხდარა.