
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დიმიტრი კისელევის ჰოლდინგში შემავალი რადიოსადგურის გადაცემები ქართულ სიხშირეებზე არ უნდა გადიოდეს. ამის შესახებ მან "რუსთავი2"-თან განაცხადა, როცა რადიოსადგურ "სპუტნიკის" ქართულ ენაზე, ქართულ სიხშირეზე ამოქმედებას შეეხო.
„კისილოვი ის ადამიანია, რომელმაც 2008 წლის ომის დროს დაღუპული ქართველი ბავშვების კადრები ქართველების მიერ დახოცილ რუს ბავშვებად გაასახა, ხოლო თვითმფრინავები, რომლებიც გორს ბომბავდნენ, ქართულად. კისილოვის ყველა პროექტი უკრაინაში აკრძალულია და რატომ არ იკრძალება საქართველოში? ჩვენი ქვეყენაც ხო ოკუპირებულია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.