თამარ ჩერგოლეიშვილი: „რატომ მივდივარ 15 ნოემბერს აქციაზე?“

Image

მედიაჰოლდინგ „ტაბულის“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხსნის, რატომ მიდის 15 ნოემბრის აქციაზე.

 

„რატომ მივდივარ 15 ნოემბერს აქციაზე:

 

ა) არა იმიტომ რომ ამ ეტაპზე ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთეს პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავ.

 

ბ) არც იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია და იქ იქნება.

 

არამედ იმიტომ რომ:

 

1. საგანგაშოა საქართველოს გაქრობა რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის წინააღმდეგობათა ნუსხიდან. არცერთ საერთაშორისო ფორუმზე აღარ საუბრობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საუბრობენ ყირიმზე, საუბრობენ უკრაინაზე - მაგრამ არა საქართველოზე.

 

2. საგანგაშოა, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსია ხდება და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნაცვლად ამ საკითხზე ზრუნვისა, 180 000 ლარად ღირებულ უნიჭო სარეკლამო ტექსტებს აქვეყნებს საერთაშორისო პრესაში.

 

3. საგანგაშოა, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსია ხდება და არცერთ საერთაშორისო ფორუმზე ეს საკითხი არ იხილება. არც საერთაშორისო პრესა უთმობს ყურადღებას. ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

 

4. საგანგაშოა, რომ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე იზრდება, შესაბამისად იზრდება იმ პოტენციური ზიანის მასშტაბი, რასაც რუსეთი მოგვაყენებს, როდესაც ემბარგოს დაგვადებს. და რომ დაგვადებს, თუ მისი ორბიტიდან მოწყვეტის რეალური საფრთხე დაინახა - ამაში ეჭვი არცერთ ჭკუათმყოფელს უნდა შეეპაროს. საქართველოს ხელისუფლებას კი ეს პოზიტიურ მოვლენად მიაჩნია.

 

5. საგანგაშოა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ იწვევს საქართველოს დასავლელი მეგობრების გაუცხოებას და საქართველოს დისტანცირებას მისი მიზნისგან - ადგილი დაიმკვიდროს თავისუფალ სამყაროში. საქართველოს ხელისუფლება აგინებს ჩვენს მეგობრებს, როდესაც მათი კრიტიკით უკმაყოფილოა, ენის მოჩლექით ელაპარაკება - მტერს.

 

6. საგანგაშოა, რომ დახურულ კარს მიღმა, ჩვენს უჩუმრად, მიდის მოლაპარაკებები აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თაობაზე.

 

7. საგანგაშოა, რომ საქართველოს მთავრობას არ აშფოთებს დაღესტან კახეთის გზის მშენებლობა და ამ პრობლემის ნიველირებას იმით ახდენს, რომ რუსული ჯარები თბილისიდან 40 კილომეტრში ისედაც დგანან.

 

8. საგანგაშოა, რომ საქართველოს პრემიერი ყველა საერთაშორისო ფორუმზე ამბობს, თითქოს ყირიმს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის საერთო არაფერია, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის გასაღებს მიაგნო და სტრატეგიულ პარტნიორებს რუსეთთან მიღწეული წარმატებებით "ამშვიდებს", ნაცვლად მათი ალარმირებისა.

 

9. საგანგაშოა, როდესაც ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს "რესურსების ჭიდილად" მიიჩნევს და არა ღირებულებებისთვის ბრძოლად.

 

10. საგანგაშოა, რომ ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, მილიარდერი ივანიშვილი ნიშნის მოგებით გვიცხადებს, რომ ჯარს ტყვია წამლის ფული არ აქვს და შიდაპოლიტიკური ინტრიგებს საქართველოს უსაფრთხოებას წირავს.

 

11. საგანგაშოა, რომ ხელისუფლება უკვე საკუთარი რიგებიდან დევნის ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან ასოცირდებიან.

 

12. საგანგაშოა, როდესაც ყველა საერთაშორისო პარტნიორი ხედავს, რომ მიუხედავად გაცხადებული ევროატლანტიკური კურსისა, ხელისუფლების მოქმედებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

 

მიმაჩნია, რომ როდესაც ხელისუფლება ასეთ პოლიტიკას აწარმოებს, მოქალაქეების პროტესტის ჯერი დგება.

 

P.S. აქვე მინდა დავამატო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მინიშნებას რევოლუციურ სცენარზე, არა იმიტომ, რომ "ბარიკადებზე დგომის" მეშინია, არამედ იმიტომ, რომ რევოლუციურ სცენარს უკანასკნელ გამოსავლად მივიჩნევ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ბრძოლის ყველა სხვა მეთოდს ამოვწურავთ და სხვა გზა აღარ დარჩება.

 

იმისთვის რომ საქართველო განვითარების ნორმალურ გზას დაადგეს, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით ორჯერ უნდა შეიცვალოს. ვთვლი, რომ 15 ნოემბრის პროტესტი ამ გზაზე გადადგმული ნაბიჯია."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !