
რუსეთის ხელისუფლების ყოფილი ვიცე-პრემიერი, ცნობილი მემარჯვენე პოლიტიკოსი ალფრედ კოხი წერს, რომ ცნობილი მოსკოვური ჟურნალისთვის უცნობმა გოგონამ ინტერვიუ სთხოვა, სადაც ეკონომიკური კრიზისით დაშინებული ხალხი უნდა გაემხნევებინა, მაგრამ მას ოპტიმისტური განწყობა არა აქვს.
ალფრედ კოხი წერს, რომ ქვეყანას (რუსეთს) წინ ყველაზე მძიმე პერიოდი ელის და რომ ამასთან დაკავშირებით ცუდი წინათგრძნობა აქვს, რის გამოც გასაზიარებელი ოპტიმიზმი აღარ დარჩა, იოტისოდენაც კი:
„მე არ მაქვს თქვენთვის გადასაცემი ოპტიმიზმი. საერთოდ არ მაქვს. არც იმის რეცეპტი მაქვს, როგორ გადავრჩეთ. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ორივე წინა კრიზისის დროს (1998 და 2008) მე დავკარგე ძალიან ბევრი ფული. თითქმის სულ დავკარგე და შემდეგ ხელახლა დავიწყე გამომუშავება. ახლა ფილოსოფოსი გავხდი.
ეს უკვე ასაკის ბრალია თუ კრიზისების გამოცდილების? მე ავიკიდე ორი სისხლის სამართლის საქმე. მე ვკარგავდი და ამ დრომდე ვკარგავ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ამხანაგები მეგონა. ისინი კი ამხანაგები არ ყოფილან.
ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს. მგონია, რომ ჩვენ დიდი განსაცდელი გვიახლოვდება. ყველას ერთად გვიახლოვდება. განსაცდელი, რომელთან შედარებითაც ყველა ის გაიდარის რეფორმები, ელცინის დრო და პუტინის „მუხლებზე დაცემული ქვეყნის წამოდგომა“ მცირე რყევებად მოგვეჩვენება.
მე მგონია, რომ ჩვენ დიდი ომი გველოდება. ან სასაკლაო. არაფერი არ იქნება ისე, როგორც ადრე იყო. ეს სულ სხვა ცხოვრება იქნება. ქვეყანა დიდძალი სისხლითაა დაორსულებული. ყველას სისხლი სწყურია. და როცა ყველას სისხლი სწყურია, ის აუცილებლად დაიღვრება.
ასეთი ახალი ცხოვრებისთვის მე არ მაქვს გასაზიარებელი რეცეპტი გადასარჩენად. ვისაც ჰქონდა - აღარ არიან ცოცხლები. და რეცეპტები არ დაუტოვებიათ. არც ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი რეცეპტები არსებობს“, - წერს ალფრედ კოხი.