
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პრემიერის ცნობილ ბრალდებას ეხმიანება იმის შესახებ, თითქოს "თავისუფალი დემოკრატები" "ნაციონალურ მოძრაობას" ლობირებდნენ.
"მიხეილ სააკაშვილი ამბობდა თავისუფალი დემოკრატები რუს ოლიგარქს ლობირებენ და კრემლის პროექტის ნაწილი არიანო, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს - ნაციონალებს ლობირებენო!
ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ვლობირებდით საქართველოს, საქართველოს ხალხის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს! ამას ნამდვილად ვადასტურებთ! ამას ჩვენი საქმეებიც ადასტურებენ! აი თქვენ კი ლობირებდით ზურა ადეიშვილს და მეგისი ქარდავას, გიორგი ბადაშვილს და ირაკლი შოთაძეს და მათ საგმირო საქმეებს შესაბამისად თქვენ თქვენი მმართველობის პერიოდში!
ეგრე გააგრძელეთ ბატონო პრემიერ მინისტრო და ბოლოსდაბოლოს გაიგებს ალბათ საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინ იძალადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე", - წერს ალექსი პეტრიაშვილი.