
"მხედრიონის" დროს ხდებოდა ეს, როდესაც ჯაბა იოსელიანი მართავდა ყველას და ყველაფერს, ისე, რომ არც კონსტიტუციით და არც კანონმდებლობით, მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ის არ იყო არჩეული და მანდატის მქონე პირი", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, "ვინც არ იყო დარწმუნებული, რომ ბატონი ბიძინა ზის თავის შუშის სასახლეში და მართავს მთელს მთავრობას, თავის - პროკურატურიან-გამომძიებლებიანად, მათთვის ეს ცხადი გახდა".
"თუ კი ვინმეს რამეში ეჭვი ეპარებოდა, ახლა გაარკვია და ეს კარგია, ამის შედეგად, სათანადო დასკვნებიც უნდა გააკეთონ, რომ არ შეიძლება ყველაფერი მართოს ადამიანმა, რომელიც გასულია კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან. ის ერთი კერძო პირია, თუმცა სინამდვილეში ყველა და ყველაფერია.
ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ასევე არ არის გამოძიება. ეს ევროსასამართლომ თავის დადგენილებებში აღნიშნა. ეს ხდებოდა სააკაშვილის დროს თუ ხდება ღარიბაშვილის დროს, განსხვავება დიდი არ არის, რადგან სისტემა იგივეა და ეს ძალიან საშიშია.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, იმ სახელმწიფოში არ ლაპარაკობენ არც დემოკრატიაზე, არც დემოკრატიულ პროცესებზე და არც მსართლმსაჯულებაზე. ასეთ ქვეყნებში ლაპარაკობენ ავტორიტარულ რეჟიმზე", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
"ინტერპრესნიუსი"