მაია ფანჯიკიძე: სიამოვნებით დავბრუნდები ხელისუფლებაში, ოღონდ სხვა შემადგენლობაში

Image

"ღმერთმა ნუ მომასწროს ამ დღეს, მაგრამ თუ ამ ყველაფრის ფინალად ესაა ჩაფიქრებული, ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ირაკლის ამის არ შეეშინდება", - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე "იმედზე", შეკითხვის პასუხად, ელოდება თუ არა ირაკლი ალასანიას დაკავებას. 

 

ამასთან, გადაცემაში "იმედის კვირა" მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ სიამოვნებით და დღესვე დაბრუნდება თანამდებობაზე, ოღონდ სხვა შემადგენლობაში. "სხვა შემადგენლობაში თუ სხვა ხელისუფლებაში?", - ამ შეკითხვის პასუხად მაია ფანჯიკიძემ გაიმეორა: "სხვა შემადგენლობაში", ხოლო შემდეგ დაამატა, რომ იმ პირობებში, რა პირობებიც შეიქმნა მოცემულ სიტუაციაში, უნდა გადამდგარიყო პრემიერმინისტრი და არა თავდაცვის მინისტრი.

 

მაია ფანჯიკიძე არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებები, შესაძლოა, ყოფილიყო შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან. "იმ დამთხვევების ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში გაისმა, ამას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, ხოლო შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა ირაკლი ალასანიას გადაყენების მიზეზი გამხდარიყო მისი ცნობილი "მე რა ვქნა, მეე?", მაია ფანჯიკიძე პასუხობს:

 

"სამი წლის წინანდელი ჩანაწერი? დარწმუნებული ვარ, ეგეთი ჩანაწერი კიდევ ბევრი აქვს". 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !