ირინა სარიშვილი - თბილისის საკრებულოს: „ხალხს აგროვებთ 15 ნოემბრისთვის?“

Image

ირინა სარიშვილი თბილისის საკრებულოს მიერ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის შეცვლასა და მისთვის ბერი გაბრიელის სახელის დარქმევას ეხმიანება და წერს, რომ რაც გაკეთდა, მიზანმიმართულ სიბრიყვეს ჰგავს.

 

„ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მამა გაბრიელის დაპირისპირება გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის!!!!!!!!!!!

 

თბილისის მერიავ, საკრებულოვ და თავად მერო!!! 
ასეთი მიზანმიმართული ბრიყვები ხართ მართლა თუ უბრალოდ თქვენდაუნებურად გამოგდით, რასაც აკეთებთ?!! 
თუ მაინცდამაინც ამ ქუჩისთვის უნდა მიგეცათ მამა გაბრიელის სახელი, მეორე ნაწილი – ხმელნიცკი მაინც შეგეცვალათ! ან დაილია ქუჩები და გამზირები???

 

ქაქუცა ერთგვარი სიმბოლოა საქართველოსი და მის მიმართ ერთი ადამიანი არ არსებობს უარყოფითად განწყობილი, უფრო სწორად დღემდე არ არსებობდა!

 

მამა გაბრიელი მორწმუნე საზოგადოებაში ერთხმად მიღებული სიწმინდეა და არც სხვა კონფესიები ან ათეისტები გამოხატავდნენ მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიას! ოღონდ ესეც დღემდე!!!

 

რამ გიბიძგათ ასეთი "ბრძნული" გადაწყვეტილებისკენ?! 
ღრმა ეკლესიურობამ?? ოღონდაც ეგ არა რა!!! რაც თქვენ გააკეთეთ, ამით უდიდესი დარტყმა მიაყენეთ ქართულ ეკლესიას, რადგან ქაქუცა სრულიად საქართველოსთვის ეროვნული გმირია და მისი სახელი, ცხოვრება მთლიანად, ერთგულების, ვაჟკაცობის, ღირსების სინონიმია!!! ხოლო მამა გაბრიელის სახელის დარქმევა ქაქუცას სახელობის ქუჩისთვის, სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებელთა შიგნით ახალი დაპირისპირების პროვოცირება, რაც უკვე ხვალიდან დაიწყება და გასცდება ერთი კონკრეტული ქუჩის საზღვრებს...

 

ვერ ხედავთ, როგორ ავადმყოფურად რეაგირებს ხალხი ყველანაირ სიახლეზე, თუნდაც წვრილმანზე, როცა დადებითი ემოციებიც კი აგრესიაში გადადის და საყოველთაო დაპირისპირების საგანი ხდება?!!!

 

ხალხს აგროვებთ 15 ნოემბრის აქციისთვის???
თუ უბრალოდ, ვერ აზროვნებთ?

 

ან აქვს კი ამას მნიშვნელობა?!!!!!!!!! არა, რადგან სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას ბევრი წამოეგება!

 

P.S. ცნობისათვის: პირადად მე არანაირად არ მაღელვებს ზოგადად ქუჩების, სკვერების, მოედნების სახელწოდებების და ძეგლების თემა... ასეთი ვარ, რა ვქნა, არ ნიშნავს ეს ჩემთვის არაფერს, სხვა ღირებულებები ბევრად მეტად ფასობს ჩემთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პირადად მე არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რომელ ქუჩას ვისი სახელი ქვია (გია ჭანტურიას სახელობის ქუჩის და ძეგლის ჩათვლით). მაგრამ როცა ამ ფორმით და ამ დატვირთვით, თან ასეთ დროს უკვე მერამდენედ ასეთი რამ ხდება, მეც მიჩნდება პროტესტის გრძნობა, არა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, არა მამა გაბრიელის, არამედ თქვენი უტვინო, უზნეო, ანტიქრისტიანული და ანტიეროვნული გადაწყვეტილებების მიმართ!!!

 

რა დროს პოლიტიკაა, სრულიად საქართველო წვრილმანიდან დაწყებული მსხვილმანით დასრულებული, დაპირისპირებათა ავადმყოფურმა ქსელმა მოიცვა! ამ დროს ქვეყანა თავზე გვენგრევა და ვერ გაგვიგია!!!

 

სტატუსი: თქვენ მიკარნახეთ როგორია, მე მართლა არ ვიცი!", - წერს ირინა სარიშვილი „ფეისბუქში“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !