
დღეს, როგორც არ უნდა გადაფაროს მთვრობამ კოალიციაში შიდაპოლიტიკური კრიზისი, ეს ისედაც უკვე ზედაპირზე დევს და ელემენტალურად, პოლიტიკურ ბატალიებში გაუთვითცნობიერებელი ადამიანიც კი ხედავს ამას.
ბოლო პერიოდში კულმინაციამდე მივიდა თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ ატეხილი, რბილად რომ ვთქვათ "ხმაური". დაკავებულია ოთხი მაღალი ჩინის სამხედრო მოსამსახურე იმ ბრალდებით, რომ მათ თითქოს 4 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგეს. საქმე ეხება საკომუნიკაციო სფეროში არსებულ შესყიდვებს.
მოდით, არ გავიხსენოთ, თუ როგორ ეძიებოდნენ ყოველ კაპიკს მთავრობაში ახლად მოსულები. ამას ისტორია განსჯის. მაგრამ დღესაც რეალურად იგივე სიტუაციასთან გვაქვს საქმე როგორც მაშინ, როდესაც ზუსტად ასევე თავდაცვაში, და არა მარტო ამ სტრუქტურაში, საიდუმლო გრიფით გაწეულ ხარჯებს ედავებოდნენ. არ გვინდა ძველის გახსენება - დღევანდელს მივხედოთ.
პირველი რასაც თავდაცვის მინიტრს დავეთანხმები, არის ის ფატორი, რომ ამ საქმით სწორედ რომ ქვეყნის უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ვინც საქმის სპეციფიკურობაში გარკვეული არ არის, იგი ვერ დაინახავს ამ საფრთხეებს, მაგრამ მინდა ელემენტალურად განვუმარტო, რომ კავშირგაბმულობის, ანუ დღევანდელ "მოდურ" ტერმინოლოგიაზე რომ ვთქვათ - საკომუნიკაციო საშუალებების გამართულ, დაცულ, შეუზღუდავ, სარეზერვო არხებით დაცულ და საერთოდ საიდულო არხებით გამართულ სისტემაზე არის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ქვეყნის თავდაცვისუნარიოანობის ეფექტიანობა.
ამ სისტემების დანერგვაში, მათ გამართულ მუშობაში მომსახურეობა სპფეციპიკურ ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და მომსახურეობას გულისხმობს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა, მაგრამ აუცილებელი...
დღეს, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ედავებიან სილქნეტთან კორუფციულ გარიგებას, აქ თვითონ კომპანიის იმიჯსაც ლახავენ. მაგრამ მოდით გავერკვეთ რას წარმოადგენს „სილქნეტი“... ეს ის კომპანიაა, რომელიც ე.წ. ძველი ქსელების სამართალმემკვიდრეა მთლის მისი ინფრასტრუქტურით, მთელის მისი მიწისქვეშა და მიქისზედა საკომუნიკაციო ქსელით...
გარდა ამისა, საქართველოს ბაზარზე პირველი კომპანიაა, მიუხედავად იმისა, რომ კავკასუსი პირველია ინტერნეტტექონოლოგიების შემოტანის მხრივ, მაინც სილქნეტია პირველი, ვინც ციფრული ტექნოლოგიები უფრო მაღალი ხარისხით შესთავაზა მომხმარებელს.
ეხლა მინდა დავსვა კითვა - თუ მოსახლეობისთვის ასეთი ტექნოლოგიები აქვს შეთავაზებული, როგორ ფიქრობთ, არ ექნებოდა მას "შეირაღებაზე" ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ყოფილიყო გათვლილი?... და ეხლა მეორე კითხვა - მაშ რაში ედავებიან?
მოდით ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეზე გადავიდეთ.
ორიოდ თვეა, რაც საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალასანია პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი შექმნილი პარტიის ლიდერის სტატუსით აპირებს დარჩენას და თავდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებსო.
ეხლა გავიხსენოთ პრემიერის რანგში მყოფი ბიძინას განცხადება რომ "ვინც ჩვენგან განზე წავა კისერს მოიწყვიტავს მალე".. . და დაუკავშირეთ ეხლა ყველაფერი ერთმანეთს...
ერთის მხრივ ალასანიას ასეთი წასვლა აშკარა გახდის იმ რეალობას, რომელიც კოალიციაში ისედაც არსებობს - კოალიცია გასკდომის პირას მისულ საპნის ბუშტს ჰგავს. ასეთი ფაქტის გასაჯაროებას კი ბიძინა არ დაუშვებს. სწორედ ამის გადასაფარად სჭირდებათ ყველაფერი ეს...
განხეთქილების სააშკარაოზე გამოტანას ამჯობინეს, ალასანიასთვის პოლიტიკური გუნდიდან სირცხვილის კორიდორის გაკეთებით გაცილება - ასე ჩანს ერთი შეხედვით.
სხვა საკითხია, გატყდება თუ არ აალასიანია და დარჩება თუ არა თავისი გადაწყვეტილების ერთგული - წავა თანამდებობიდან და პოლიტიკის ბატალიებში და დარჩება მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ლიდერის ამპლუაში, თუ საკუთარი თანამშრომლების თავისულებას შესწირავს თავის ამბიციებს და დარჩება კოალიციაში...
სხვათაშორის, საზოგადოებაში გავრცელებული იგივე ინფორმაციების თანახმად, ალასანიას ადგილზე, როგორც ამბობენ, გადაწყვეტილია ირაკლი სესიაშვილის დანიშვნა...
ერთი სიტყვით, საინტერესო პერიოდი გველის.
დასასრულს მინდა ერთი ვარადუისათვისაც დავტოვო ადგილი. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, მისი გეგმაა გაანადგუროს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა და ხომ არ არის ეს ყველაფერი ამ დიდი სპექტაკლის ერთ-ერთი აქტი?...
გოჩა გვარამია
დამოუკიდებელი ექსპერტი
მთავარ გვერდზე: ნუგზარ მეტრეველის ფოტოკოლაჟი