
რეჟისორი რობერტ სტურუა, რომელსაც გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკა ხოფერიამ მისი აგრესიული ფეისბუქ-სტატუსების შესახებ დაუსვა შეკითხვა, აცხადებს, რომ ის, ზოგადად, აგრესიული ადამიანია.
„ბუნებით ვარ აგრესიული, ბოროტებას ვერ ვიტან, ამიტომ ზოგჯერ, როცა ღამით მოვდივარ ხოლმე შეზარხოშებული, ჩემში ეს ამოხეთქავს ხოლმე ეს ყველაფერი...
მეორე დღეს მე ამოვშალე ეს სიტყვები, ბოდიშიც მოვიხადე, მაგრამ ხომ იცით, სიტყვა გავარდა უკვე და...“, - განაცხადა რობერტ სტურუამ, მერე კი ეკა ხოფერიას მისამართით შენიშვნაც გამოთქვა:
„მინდა ერთი შენიშვნაც გითხრათ - თქვენ დამპირდით, რომ სტუდიიდან შეკითხვები არ იქნებოდა...“, - ეს შენიშვნა სტუდიიდან გადაცემის სხვა წამყვანების შეკითხვებმა გამოიწვია, რასაც ინგა გრიგოლიას რეპლიკა მოჰყვა:
„ინგა არ უნდა გეხსენებინა, ეკა, რადგან ბატონი რობერტის ერთერთი სტატუსის ადრესატი მეც ვიყავი... ჩემმა ხსენებამ უკურეაქცია გამოიწვია“.