
საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია.
„თბილისის და დიდი ქალაქების საჯარო სკოლებში არის სრული განუკითხაობა. მანდატურების სამსახურის განადგურებით და მანდატურების სკოლების დარაჯებად გარდაქმნით მავნებელმა მინისტრმა სანიკიძემ სკოლებში კარი გაუღო კრიმინალს და ქურდულ გაგებას. საჯარო სკოლებში გროვდება “ობშაკი”, მიდის ქურდული გარჩევები და სუსტი მოსწავლეების ფიზიკურად ჩაგვრა.
საქართველოს საჯარო სკოლები დაბრუნდნენ 90-იან წლებში. ყველა ძალადობის ფაქტი არის სანიკიძეს ნამუსზე. მან გაანადგურა წარმატებული მანდატურების რეფორმა და დატოვა ჩვენი შვილები კრიმინალის პირისპირ.
სამწუხაროდ, მშობლებს, რომლებს აქვთ შესაძლებლობა ამოიღონ ხმა და მოსთხოვონ მავნებელ მინისტრს პასუხი იმ უმზგავსობაზე რაც ხდება საჯარო სკოლებში, ურჩევნიათ გადაიყვანონ ბავშვები კერძო სკოლებში სადაც მათი შვილები უფრო დაცულები იქნებიან.
მხოლოდ 2014 წლის 15 სექტემბრიდან 20 000-ზე მეტმა მშობელმა გადაიყვანა თავიანთი შვილები კერძო სკოლებში. და რა ქნან მათ, ვისაც ამის ფული არ აქვთ?“, - წერს შაშკინი.