
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ ახალი მოსასმენი აპარატურა შეიძინა, რის გამოც პარლამენტის მოსმენების შესახებ კანონის განხილვას მაქსიმალურად გააჭიანურებს. განცხადება პავლე კუბლაშვილმა გიორგი გაბუნიასთან, "კურიერში" გააკეთა.
პავლე კუბლაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ღიად გამოხატავს, რომ კანონი არ მსოწონს, სურს, შსს-ს ჩანაწერებზე სრული წვდომა ჰქონდეს:
„მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა მთავრობამ მოსასმენი აპარატურა შეიძინა, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს კანონი არ მოსწონს, ვფიქრობ, რომ პარლამენტი კანონის ამოქმედებას გააჭიანურებს. პრემიერ-მინისტრს სურს, ჰქონდეს სრული წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ჩანაწერზე,“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.