
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ხელისუფლებას მიმართავს და 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით დამშვიდებას ურჩევს.
"ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას: არ არის საჭირო ამდენი აჟიოატაჟისა და ისტერიკის მოწყობა 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით -ყველა პატრიოტი ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და იქნება აფხაზეთი და მისი დეოკუპაცია!
ეს არის, ის, რასაც უამრავი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა არამარტო რუსი ოკუპანტების ინსპირერბულ 1992-92 წლების ბრძოლებში, არამედ შემდეგ წლებშიც, არაერთგზის ჩატარებული ეთნიკური წმენდის დროს…
ჩვენს ქვეყანას ისტორიულად ძალიან ბევრი წინააღმდეგობა, ბრძოლა, ომი გადაუტანია და წინაპრებმა ქვეყანა დღემდე შეგვინარჩუნეს;
ბოლო 20 წელიწადში განსაკუთრებული გააფთრებით გვებრძოდნენ და ნუ დაგავიწყდებათ ვინ – ოკუპანტი რუსეთი და მისი მმართველი, თანამედროვეობის ჰიტლერი, რომელსაც სურს აღადგინოს საბჭოთა კავშირი…ახლა მაინც, 2 წლის შემდგომ, რაც ხელისუფლებაში ხართ, ისევ იმ აზრზე ხართ, რომ დათვს ბაბაია დაუძახოთ?
გრძნობთ, რომ დათვი დათვია და გინდა ბაბაია დაუძახე, გინდა არა, მაინც შეჭმას დაგიპირებს? თუ ამას ვერ ხვდებით, რა თქმა უნდა, თქვენთვის ჩვენი პოზიცია მიუღებელი იქნება.
სასაცილოა, რომ ჩვენი მოღალატეობის შესახებ საუბრობს თქვენი პრემიერი, რომელიც კაცმა არ იცის, სად იყო ომის დროს – რომელ ბუჩქებში იმალებოდა… დღეს კი დაყენებული სიფათით აშინებს მოსახლეობას, თითქოს ვინმეს დესტაბილიზაცია უნდოდეს!
დაწყნარდით, ბატონებო! აქციები და სხვადასხვა მანიფესტაცია რეგულირდება კანონით რაც ძალიან კარგად ვიცით, და ბოლოს: აქციებით ყოველთვის შეგაწუხებთ, როდესაც ვნახავთ არასწორ ნაბიჯებს და იმ გზიდან გადახვევას, რაც საქართველოს მოსახლეობის ურყევი და შეუცვლელი ნებითაა არჩეული!!!", - წერს თენგიზ გუნავა "ფეისბუქზე".