
ყოფილი პოლიციელი ირაკლი ჩხვირკია "ფეისბუქზე" წერს, რომ ტაქსი, რომლითაც მგზავრობდა, გზაზე გადამდგარმა პოლიციელმა "ფანრის უცნაური მოძრაობით" გააჩერა, რის გამოც პროტესტი გამოთქვა და პოლიციელებს დაელაპარაკა.
"თბილისში ისევ რეიდებია!!! -- რამდენიმე წუთის წინ, ჩემი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში ტაქსს, რომლითაც სახლისკენ ვმგზავრობდი, გზაზე გადაუდგა ფორმიანი პოლიციელი და ფანრის უცნაური ქნევით მძღოლს გაჩერებისკენ მოუწოდა...
--გამოვხატე პროტესტი არა იმიტომ რომ ღამის ორ საათზე მიმავალი გამაჩერეს, არამედ იმიტომ, რომ ეს მეთოდები ავადსახსენებელ გაიშნიკების ბნელ დროს მახსენებენ.
-- მოკლედ ავუხსენი პოლიციელებს რომ მათთან არანაირი პრეტენზია არ მქონდა და შეეძლოთ შევემოწმებინეთ და მწუხარებაც გამოვხატე იმის გამო, რომ ჩემს საამაყო პოლიციას ასე აბანძებენ. პრევენცია კარგია მაგრამ ფორმებია სწორად შესარჩევი. მაგრამ ედიკას დროინდელმა იზორია-ზედკლაშვილის ტვინმა მეტი არ იცის გაიშნიკობა მათი ცხოვრების უცვლელი ნაწილია.
--გადამოწმების პროცესში აღმოაჩინეს (მე არ მითქვამს) რომ ყოფილი თანამშრომელი და მათივე თანამშრომლების მეგობარი ვიყავი და ბოდიშიც მომიხადეს...
--როგორც კი პროტესტი გამოვთქვი, ბიჭებს დაეტყოთ უხერხულობა და ცდილობდნენ რაიმე ფორმით აეხსნათ შექმნილი ვითარება.
--მინდა ვუთხრა ყველა პოლიციელს: ბიჭებო არ წაიქცეთ, ნუ დაღონდებით და ნუ ჩაიქნევთ ხელს. მესმის, რომ ძალიან გაწუხებთ ის რაც ხდება და გპიპდებით რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება!!!
--მე თქვენთან კი არა, იმ პოლიტიკასთან მაქვს პრეტენზიები რას დღევანდელი შსს აკეთებს!!!
--გპირდებით რომ ისევ ერთად ვიამაყებთ პოლიციელის მუნდირის ტარებისთვის!!!
--ფრთხილად თბილისში რეიდებია: ჭიკაიძე ფანრის ქნევით აჩერებს მანქანებს!!!
პ.ს. ვიდეოს, რომელიც ფაქტის ასღსაწერად გადავიღე, შეგნებულად არ ვაქვეყნებ!!!! კმარა პოლიციის დემორალიზაცია, კმარა!!!", - წერს ირაკლი ჩხვირკია.