
"რა ძალიან საინტერესოა, რომ თურმე ჩვენი მიტინგები ქაოსის მიზნით ეწყობა და თქვენი მიტინგები კარვების გაშლით, ტრასების გადაკეტვით, გრუს-ს რაზმის შემოყვანაზე ლაპარაკით თურმე სტაბილიზაციას ემსახურებოდა", -
ამ სიტყვებით აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში უმრავლესობის წევრებს მიმართა. მისი თქმით, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბოლოო ანექსია 2008 წელსაც ვერ გაბედა, იმის მიუხედავად, რომ მისი მდგომარეობა მაშინ უფრო ნაკლებად მძიმე იყო, ვიდრე ახლაა.
"რუსეთმა აფხაზეთის და ოსეთის ანაქსიაზე წასვლა 2008 წელსაც ვერ გაბედა, როდესაც მან საქართველოში სრულმასშტაბიანი ომი აწარმოა. თუკი აფხაზები თანახმა არ იყვნენ, სამხრეთ ოსეთის რეგიონი პირდაპირ ითხოვდა მის შემადგენლობაში შესვლას, მაგრამ მაშინ ამისგან რუსეთმა თავი შეიკავა. დღეს რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე 2008 წელს იყო და ამის მიუხედავად, რუსეთი დღეს თავს უფლებას აძლევს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ.
რატომ ბატონებო – ამის თავი და თავი ის ხომ არ არის, რომ სწორად აფასებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც უუნარო და უნიათო ხელისუფლებას. თქვენ ხომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო სანქციების მონაწილე და არ ყოფილიყო მსჯელობის მთავარი საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის",- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.