გივი თარგამაძის მორიგი „შვილო, ჰაკიმ!“ პრემიერმინისტრის „დასამშვიდებლადაა“ მიმართული

Image

გივი თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც მას „მორგის ყოფილი სანიტარი“ უწოდეს და დაწერეს, რომ სააკაშვილი გივი თარგამაძის მეშვეობით სისხლის ტბების დაყენებას გეგმავს.

 

„ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორით განმარტებით, თუ საქართველოში არეულობა დაიწყება, მაშინ ქვეყანას ბრძოლა მოუწევს არამარტო „პუტჩისტებთან“, არამედ შიზოიდ სექტანტებთან, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში საპატრიარქოში ჩანერგილი თავიანთი აგენტების მეშვეობით საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიის დისკრედიტაციასა და დანგრევას ცდილობდნენ.

 

„დღეს შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ქვეყანაში ახალი სისხლის ტბების დაყენებას იეღოველების ცნობილი „შპიონის“ გიგა ბოკერიასა და „მორგის“ ყოფილი სანიტრის გივი თარგამაძის მეშვეობით გეგმავს!"

 

გამოცემის მტკიცებით, საკმარისზე მეტი სამხილები არსებობს იმისთვის, რომ პროკურატურამ გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე დააპატიმროს“

 

გივი თარგამაძე წერს:

 

„შვილო, ჰაკიმ, ნუ გეშინია. გიგაზე შენმა პატრონმა ხომ თქვა, მასონების მაგისტრიაო და ესენი კიდევ გატყუებენ, იეღოველები და რაღაც ეგეთებიო. ასე გატყუებენ ჩემზეც - სანიტრად მორგში ერთი წუთითაც არ მიმუშავია, სასწრაფოზე - კი და კიდევ უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკში, სადაც, მხოლოდდამხოლოდ, გადარჩენის მიზნით, თირკმელებსა და ჰიდროცელეს, ანუ, ფიზიკური დაზიანების შედეგად განვითარებული შეშუპების შემთხვევაში, სათესლე ჯირყვლებს, ანუ, მამაკაცურად, კვერცხებს აჭრიდნენ. ეგ ვიცი, კი.

 

შევარდნაძის დროს კობა ნარჩემაშვილის მიერ აღძრულ იმ საქმეს რაც შეეხება, მანდ ჩემი ადვოკატი მაშინ ეკა ბესელია იყო, დახურვით კი რამოდენიმე თვის წინ შენმა სასამართლომ დახურა. ასე რომ, მშვიდად იძინე, ამ ეშმაკებს მე დავაფრთხობ.

 

P.S. ხო, კიდევ: კობა ოთანაძე ცოცხალია სწორად იმიტომ, რომ მე სანიტრად სასწრაფოზე ვმუშაობდი და არა მორგში“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !