
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "არჩევანში" აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება "ივანიშვილის სუფრის გამშლელი ბიჭების ნაკრებია" და ამ კონტექსტში იხსენებს ალექსანდრე მაშკევიჩის ამასწინანდელ ვიზიტს თბილისში, როცა უმრავლესობის წევრებმა ის რესტორანში აქეიფეს.
"მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს თანამდებობის პირებს ჰყავდათ ხელის ბიჭები, ე.წ. სუფრის გამშლელი ბიჭები, რომლებსაც ევალებოდათ, სუფრა გაეშალათ სტუმრებისთვის. აი, ასეთი, ივანიშვილის სუფრის გამშლელი ბიჭების ნაკრებად იქცა ჩვენი ხელისუფლება. არ გჯერათ ეს ამბავი? ამოიღეთ ფაქტები, როცა თბილისში ჩამოვიდა ცნობილი მაშკევიჩი, ვისთვისაც შემოიღეს აქ რეცეპტები და ნახეთ, ვინ დახვდა და ვინ გაუსალა სუფრა: მინისტრები, თანამდებობის პირები და ასე შემდეგ...", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, უკვე დაშლილია და ახლა მხოლოდ დროზეა საქმე, როდის გაფორმდება ეს პროცესი: "კოალიციიდან რიხინ-რიხინით გავარდება რესპუბლიკური პარტია.
საერთოდ, სანამ ეს პარტია არსებობს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, საქართველოს ბედნიერება არ უწერია, რადგან ყველანაირი უბედურება ამ ქვეყანაში უკავშირდება რესპუბლიკურ პარტიას, დამთავრებული ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობით", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.