
უკრაინაში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციის გარდა, არანაკლებ საინტერესოა უკრაინაში მცხოვრებ ქართველთა მოსაზრებებიც.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ უკრაინაში ჩატარებული არჩევნების ანალიზს ცნობილი პოეტისა და დიპლომატის რაულ ჩილაჩავას თვალთახედვით. სტატუსი რაულ ჩილაჩავამ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა:
"უკრაინულ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან დაბალი აღმოჩნდა - 50%-ზე ნაკლები. 27 საარჩევნო უბანზე მოქალაქეებს არ მიეცათ ურნებთან მისვლის საშუალება.
ლიაშკოსა და ტიმოშენკოს პარტიების მარცხს ხსნიან იმით, რომ მათმა საომარმა რიტორიკამ არ გაამართლა, ხალხმა მშვიდობას დაუჭირა მხარი.
პრორუსული ძალების ერთგული დარჩა 13%. ეს არც თუ ბევრია, რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ისინი მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ. საპარლამენტო კოალიცია ჩამოყალიბდება პოროშენკოს ბლოკის, სახალხო ფრონტისა და თვითდახმარების პარტიებისგან.
შესაძლოა მათ შეურთდეს სვობოდა. ლიაშკო, ტიმოშენკო და ოპოზიციური ბლოკი დარჩებიან (ალბათ) ოპოზიციაში. ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, ეს პარლამენტიც დროებითია და სავარაუდოდ თავის სრულ ვადას ვერ ამოწურავს", - წერს ჩილაჩავა.
"რეპორტიორის" ფოტოკოლაჟი