-
2014-10-24 19:51
ნატალი ვანდისტადთან ინტერვიუში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რუსეთის ზეწოლის შესახებ დასმულ კითხვას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ასე უპასუხა:
ზეწოლა არსებობს, თუნდაც, იმ ფაქტის გამო, რომ რუსული ტანკები კვლავ რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა ჩვენი დედაქალაქიდან. იყო გარკვეული დაძაბულობა სამხრეთ ოსეთის გარშემო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდეც, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ხელმოწერისას ზურგს გვიმაგრებდა.
მას შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას თანამშრომლობის შეთანხმება შესთავაზა, რომელიც სამხედრო სფეროსაც მოიცავს. ამ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთის ანექსიად ჩაითვლება. თუმცა, ამ ეტაპზე ხელმოწერის თაობაზე ერთსულოვნება არ არის მიღწეული აფხაზებს შორის, ხოლო საქართველოში ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გადავშალოთ 2008 წლის აგვისტოს ომის გვერდი და დავიწყოთ ახლის წერა".
წყარო