
"ტაბულას" დამფუძნებელი და დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იხსენებს, ვის თანხას ხარჯავდა გიგა ბოკერია კომპიუტერის ან ტელეფონის ყიდვის დროს, როცა სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე საზღვარგარეთ ვიზიტების დროს გაწეულ ხარჯებს.
გიგას თანამდებობაზე ყოფნისას, მისი ყველა კომპიუტერი და ტელეფონი საკუთარი ან ჩემი ფულით ნაყიდია. მოკლედ, ჩვენი ნაყიდია. მიუხედავად იმისა, რომ კანონი აძლევდა უფლებას სამსახურეობრივი ჰქონოდა.
თუ საზღვარგარეთ მიდიოდა და მეც მივყვებოდი ვარკვევდი რა ღირდა დელეგაციის წევრის სასტუმრო საშუალოდ და თუ სხვა სასტუმრო გვინდოდა, ფასში განსხვავებას ჩვენი პირადი ხარჯებით ვფარავდით.
მინისტრის მოადგილე როდესაც იყო, ეკონომ კლასის ბილეთს იღებდა მიუხედავად იმისა სად მივდიოდით. თუ შორი და დამღლელი გზა იყო, ბიზნესს ან ქულებით ვიღებდით, ან განსხვავებას პირადი ხარჯებიდან ვფარავდით.
კი არა, როცა უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და მაშინდელი რეგლამენტით, თანამდებობრივად ეკუთვნოდა, ევროპაში სამოგზაუროდ ბიზნეს კლასს თითქმის არ იღებდა. ევროპაში ეკონომით დაფრინავდა - იშვიათი გამონაკლისების გარდა, როცა ჩასვლისთანავე შეხვედრა ჰქონდა.
მოკლედ, ასე ვიქცეოდით ჩვენ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.