
საქართველოს პრემიერმინისტრმა მომატებული ძალადობის ფაქტები წინა ხელისუფლების დროს საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ გადატანილი რეპრესიებით, წამებითა და აგრესიით ახსნა და არ გამორიცხა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემასთან სწორედ ამის გამო გვქონდეს საქმე.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს განცხადება უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა:
„ის რაც ხდება, კომპლექსური გამოსაკვლევია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს რელიგიას. ფაქტია, რომ ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია აგრესიას, წლების განმავლობაში ნანახს და მოსმენილს, ზოგიერთისთვის კი საკუთარ თავზე გადატანილ წამების, მკვლელობის, დევნის, რეპრესიების შემდეგ გასაკვირი არაა რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც გვქონდეს საქმე,“ – თქვა მან.