
სიტყვიერი შეურაცხყოფის მორიგი ტალღა გადაცემა "არჩევანში". ერთმანეთს ამჯერად პირდაპირ ეთერში ადვოკატი გოგა ონიანი და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირმა ინაშვილმა ადვოკატ გოგა ონიანს "ერთუჯრედიანი ამება ზონდერი" უწოდა.
ინაშვილის განცხადებით, "გოგა ონიანი წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიციის თანამშრომელი იყო და ის აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ სცემდა". ბრალდებას პირდაპირ ეთერში უპასუხა ონიანმა და ინაშვილს "გიჟი" და "რიჟიკა" უწოდა. ამჯერად გადაცემა არ შეწყვეტილა, რადგან სტუმრები გადაცემაში სხვადასხვა სტუდიიდან ერთვებოდნენ.
ირმა ინაშვილის რეპლიკაზე გიორგი ონიანმა მას შესთავაზა, ერთად წასულიყვნენ გასასინჯად: "გთავაზობთ, ერთად წავიდეთ გასასინჯად დარწმუნებული იყავით, თქვენ "ფსიხოს" არ მოგცემენ", - უთხრა ონიანმა ინაშვილს.