-
2014-10-16 18:55
საქართველოს პრემიერმინისტრის წარმომადგენელი ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებზე ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პრაღის ფორმატზე უარის თქმა ადვილია და ამისთვის მხოლოდ ერთი ზარია საჭირო, მაგრამ თუ ეს მოხდება, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება სხვა ფორმით დაგვჭირდება.
ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ „მოამბეს“ უთხრა.
"პრაღის გადახედვა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებამ.საქართველოს პრემიერმა, საქართველოს მთვარობამ. მოგახსენებთ ჩემს პირად აზრს. ბევრს ვიფიქრებთ, სანამ ვიტყვით, რომ ეს ფორმატი საჭირო აღარ არის. რაღაცაზე უარის თქმა ძალიან იოლია, მხოლოდ ერთი ზარია საჭირო. თუკი ეს მოხდება, დაგვჭირდება გარკვეული ახალი ფორმით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება ისევ", - განაცხადა „მოამბესთან“ საუბარში ზურაბ აბაშიძემ.